„მექნება ახალი ფეხი...“ – თამო ვაშალომიძე ოპერაციას იკეთებს

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
თებერვლის თვეში მოდელმა თამო ვაშალომიძემ ტელეკომპანია POSTV-ს ეთერში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის მძიმე სენს ებრძვის, რომელიც კიდურების დეფორმაციას იწვევს.
„ვერ გაიგეს რა მჭირს. ზოგმა მითხრა, ქუსლი გეშლებაო“, – ამბობდა მოდელი. მან აღნიშნა, რომ დეფორმაციასთან ერთად ტკივილებიც აწუხებს. „მალე ასე გადავიღებ ფოტოს, ოღონდ ლამაზი ფეხებით. თქვენ ვერც ხვდებით, ჩემთვის ეს პოსტი რა რთული დასადები აღმოჩნდა“, – წერდა თამო ვაშალომიძე.
ამჯერად კი თამო ვაშალომიძე „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ის ოპერაციას უკვე მალე გაიკეთებს. „ოპერაციის გაკეთებას გერმანიაში ვაპირებდი, მაგრამ რადგან რთული ოპერაციაა და ორივე ფეხზე კასტილები უნდა მქონდეს, ფიზიკურად ძალიან გავწვალდები. ამიტომ თბილისში გავიკეთებ. ახლა მოვედი ერთ-ერთ კლინიკაში კონსულტაციაზე და უკვე ჩავეწერები საოპერაციოდ, თქვენც ყველაფერს გეტყვით“, – ამბობს მოდელი.
მისი თქმით, ჯერ ერთ ფეხზე იკეთებს ოპერაციას, რომლის რეაბილიტაციასაც 3-4 თვე სჭირდება, და შემდეგ მეორეზე. ხოლო სრული შედეგისთვის 8 თვე მაინცაა საჭირო. „ფაქტობრივად ახალი ფეხი მექნება, რადგან ახალ ტერფს მიკეთებენ“, – ამბობს მოდელი.
ყველა ახალი ამბავი
0