რატომ უნდა მიირთვათ ნუში ყოველდღე: ექიმი ასახელებს მიზეზებს

© Pixabay / stevepbნუში
ნუში - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. ნუში ანელებს დაბერების პროცესს და ყველაზე „ქალურ კაკლად“ მიიჩნევა, აცხადებს ექიმი-დიეტოლოგი ევგენი არზამასოვი.
მისი თქმით, ნუშში შემავალი მაგნიუმის, ვიტამინ PP-სა და B ჯგუფის ვიტამინების კომბინაცია ეხმარება ქალებს ციკლის წინარე და ციკლის პერიოდში ნერვული სისტემის სიჯანსაღისა და ემოციური მდგომარეობის შენარჩუნებაში. საქმე ისაა, რომ სწორედ ამ პერიოდში კარგავს ქალის ორგანიზმი ყველაზე დიდი რაოდენობით მაგნიუმს, რომელიც უკიდურესად დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
ნუში - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2020
ნუში და მისი სასარგებლო თვისებები
გარდა ამისა, ნუში მდიდარია E ვიტამინითა და სილიციუმით, რომლებიც ერთად კანის ელასტიკურობასა და სიმკვრივეს უწყობენ ხელს. გარდა ამისა, ეს ნივთიერებები ასევე აწესრიგებს ორგანიზმში ჰორმონალურ ფონს.
ნუშში შემავალი კიდევ ერთი ნივთიერება − მანგანუმი, ექიმის თქმით, ძვლებს ოსტეოპოროზისგან იცავს.

„მანგანუმი სასარგებლოა არა მარტო ასაკოვანი ადამიანების, არამედ ახალგაზრდებისთვისაც. ის აუმჯობესებს იმ ელემენტების ათვისებას, რომლებიც ძვლის შემადგენლობისთვის არის სასარგებლო. გარდა ამისა, მანგანუმი ასევე იცავს კანს სხვადასხვა დაზიანებებისგან და თუ ადამიანს ორგანიზმში საკმაო რაოდენობით მანგანუმი აქვს, მაშინ კანის ნებისმიერი ჭრილობა თუ დაზიანება სწრაფად შეუხორცდება“, − განმარტავს სპეციალისტი.

გარდა ამისა, ნუშში შემავალი ნივთიერებები ქალის ჰორმონალურ ფონზეც ახდენს გავლენას და ამიტომ მისი საკმარისი რაოდენობით მიღება ლიბიდოს ზრდასა თუ შენარჩუნებაში ეხმარება მათ.
რაც შეეხება მამაკაცებს, მათთვის ნუში თუთიის შემცველობისა და ასევე იმის გამოა სასარგებლო, რომ ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, რაც ასე ხშირად აწუხებს ხოლმე სწორედ მამაკაცებს.
ამასთან ექიმი ევგენი არზამასოვი, გამომდინარე იქიდან, რომ ნუში საკმაოდ კალორიულია (600 კკლ-ზე მეტი 100 გრამზე), რეკომენდაციას გვაძლევს, დღეში მხოლოდ 10-15 ცალი ნუში მივირთვათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სპორტითაა დაკავებული, მაშინ ნუშის დღიური ნორმა შეიძლება გაიზარდოს.
ყველა ახალი ამბავი
0