შეღავათები მოიჯარეებისთვის: კალაძის ინიციატივა

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
თბილისის მერიამ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ბიზნესის მხარდასაჭერად სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდება.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები 2021-2022 წლებში გადასახდელი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
„შევიმუშავეთ ბიზნესის მხარდამჭერი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს გავათავისუფლებთ საიჯარო გადასახადისგან. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო ვადების კორექტირებას ვთავაზობთ ორი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი წესით, ორი წლით გავუხანგრძლივებთ საიჯარო ვადებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
არჩევნებამდე ორი დღით ადრე მთავრობამ ბიზნესს გაწეული დახმარების შესახებ შეახსენა
ამას გარდა, იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაუვიდათ ან გასდით საიჯარო ხელშეკრულების ვადა მუნიციპალიტეტთან ან მუნიციპალურ საწარმოებთან, მერია ამ საიჯარო უფლების ორი წლით აღდგენას შესთავაზებს.
დედაქალაქის მერის თქმით, ამავე პერიოდში საიჯარო ხელშეკრულების გადასახადის პირგასამტეხლოების ჩამოწერა მოხდება. ტურისტული ობიექტები – რესტორნები, სასტუმროები და ა.შ. ერთჯერადად გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან.
„პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ეკონომიკური სექტორი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი. მათ უკან უამრავი ოჯახი და ადამიანი დგას. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მხარდასაჭერი ღონისძიებების გაგრძელება. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა პროექტის სახით უკვე გაგზავნილია თბილისის საკრებულოში და იმედი მაქვს საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერის. ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის მიერ შემუშავებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური