https://sputnik-georgia.com/20211006/qartulma-ocnebam-swori-daskvnebi-unda-gaaketos-politologebi-adgilobriv-arcevnebze-260299774.html
„ქართულმა ოცნებამ“ სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს - პოლიტოლოგები ადგილობრივ არჩევნებზე
„ქართულმა ოცნებამ“ სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს - პოლიტოლოგები ადგილობრივ არჩევნებზე
Sputnik საქართველო
როგორია ოპოზიციის შანსი ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში, რისთვის დაბრუნდა სააკაშვილი საქართველოში და რა როლს ასრულებს პოლიტიკაში გახარია - ამ საკითხებზე... 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T22:46+0400
2021-10-06T22:46+0400
2021-10-07T11:31+0400
ახალი ამბები
პრეს-ცენტრი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/06/260296961_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_a5d2b7a58a0f00648a937402994c2045.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ კანდიდატებისთვის მარტივი არ იქნება ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება, ფიქრობენ ქართველი პოლიტოლოგები.Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში ჩატარდა ბრიფინგი თემაზე „ადგილობრივი არჩევნების შედეგები - ვითარება საქართველოში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ და საერთაშორისო საკითხთა ექსპერტმა ვასო კაპანაძემ.„პროგნოზების გაკეთება რთულია. ოპოზიციას რამდენიმე ქალაქში გამარჯვების პერსპექტივა აქვს. პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობა ხედავს, რომ რეგიონებში სერიოზული პრობლემებია, კერძოდ, ეკონომიკური. ეს ყველაფერი ადამიანებს ხელისუფლებისადმი უარყოფითად განაწყობს ოპოზიციის სასარგებლოდ“, - აღნიშნა კაპანაძემ.მისი სიტყვებით, კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას, მაგრამ ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ქუთაისი და ზუგდიდი, სადაც ოპოზიციურმა კანდიდატებმა ცოტა უკეთესი შედეგი აჩვენეს, მმართველ პარტიას მოგება გაუჭირდება.ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა მმართველი პარტიის სუსტ საკადრო პოლიტიკაზე. კაპანაძის აზრით, „მუდმივი აპელირება მიხეილ სააკაშვილის 9-წლიან მმართველობაზე“ უკვე აღარ მუშაობს. ამიტომ, მისი სიტყვებით, „ქართული ოცნება“ სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და სწორი დასკვნები გამოიტანოს მუნიციპალური არჩევნების შედეგებიდან.პოლიტოლოგმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენა, როდესაც 73 მაჟორიტარული ვაკანტური ადგილი „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა დაიკავეს, თუმცა მხოლოდ 21-მა მონაწილემ მოახერხა დეპუტატის სავარძლების მოპოვება პირველ ტურში.„52 შემთხვევაში საჭირო გახდა მეორე ტურის გამართვა. მეორე ტურში ყველა ადგილი „ოცნებამ“ მიიღო. ახლა მდგომარეობა შეიცვალა, ისევე როგორც მოსახლეობის დამოკიდებულება მმართველი პარტიის მიმართ. და მე უკვე თავს ვერ დავდებ, რომ ისინი კვლავ ყველგან გაიმარჯვებენ მეორე ტურში. და ეს კარგიცაა. მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რას წარმომადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. ვფიქრობ, სახიფათო არაფერია, თუ ზოგიერთ ოლქში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა მამრაძემ.გახარიას როლი ქართულ პოლიტიკაშიექსპერტები ფიქრობენ, რომ ყოფილი პრემიერის დაბრუნებამ პოლიტიკაში და მისმა მონაწილეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია საკმაოდ დააზარალა.„პოლიტოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება - „სპოილერი“. ესაა ადამიანი, რომელიც აფუჭებს თამაშს, რასაკვირველია, ვიღაცის დავალებით. გახარიამ ხმები წაართვა არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ „ოცნებას“. ის გახდა „სპოილერი“ იმ დღეს, როდესაც პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა“, - მიიჩნევს მამრაძე.პოლიტოლოგის აზრით, რომ არა გახარია, კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებდა, „ქართული ოცნება“ კი პროპორციული სიებით 50%-ზე მეტს მიიღებდა.მიუხედავად ამისა, ექსპერტები არ ელიან, რომ გახარიას ელექტორატი მეორე ტურში ხმას მელიას მისცემს.„თუ მელია მერი გახდება, იმაზე ფიქრი, რომ ეს დადებითად იმოქმედებს სააკაშვილის ციხიდან გამოსვლაზე, არ ღირს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისის მერს არ შეუძლია გავლენა იქონიოს მაშინაც კი, თუ ის გუნდის წევრია და არა ოპოზიციონერი. არამედ იმიტომ, რომ მელიასთვის არ არის ხელსაყრელი სააკაშვილის გათავისუფლება. სააკაშვილის პარტიაში განხეთქილებაა და იქ არიან ადამიანები, რომლებსაც ის მობეზრდათ“, - განაცხადა მამრაძემ.განსხვავებული აზრისაა კაპანაძე, რომელიც ფიქრობს, რომ მეორე ტურში მელიას გამარჯვების შემთხვევაში ეს „ქართული ოცნებისთვის“ დიდი დარტყმა იქნება, რაც ციხიდან სააკაშვილის ავტომატურად გათავისუფლების წინაპირობა იქნება.რატომ ჩამოვიდა სააკაშვილისააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება მისი სისხლის სამართლის დევნის პირობებში მიზნად ისახავდა აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში და ამ პროცესის გაძღოლას ოპოზიციის ნამდვილი ლიდერის ადგილის დაკავების გზით, მიიჩნევს კაპანაძე.„ამ ნაბიჯით სააკაშვილმა, რომელიც შეიძლება გაკოტრებულ პოლიტიკოსად მივიჩნიოთ, აიღორძინა თავი, როგორც პოლიტიკოსმა. და მისმა ჩამოსვლამ ცოტათი მაინც შეუწყო ხელი „ნაციონალურ მოძრაობას“, მიეღო მეტი პროცენტი. თუმცა მან სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც დაბრუნდა და პერსპექტივაც ნაკლები აქვს. ალბათ მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ უკრაინა მის ექსტრადიციას მოითხოვს და ის დასთანხმდება“, - განაცხადა კაპანაძემ.პეტრე მამრაძის აზრით, ყოფილ პრეზიდენტს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ჩუმად ჩამოვიდოდა საქართველოში და ეფექტურად გამოჩნდებოდა საზოგადოების წინაშე მასშტაბურ აქციაზე არჩევნების მეორე დღეს.ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოში სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ნაკლებ მოსალოდნელია. მათი აზრით, ხშირად ოპოზიციური მასმედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს მიტინგების მასშტაბებზე.თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პირველი სამი ადგილი პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 46,74% , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 30,68%, „საქართველოსთვის“ – 7,8%.ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მერების არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება 20 დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში.
https://sputnik-georgia.com/20211006/ocnebas-da-nacmozraobas-gaxarias-imedi-ar-unda-hqondet-260288207.html
https://sputnik-georgia.com/20211006/gaxarias-partiam-sakrebuloebsi-aliansebis-seqmnaze-konsultaciebi-daiwyo-260298171.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/06/260296961_25:0:1164:854_1920x0_80_0_0_fff21dfdc658461614a654cad0660190.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პრეს-ცენტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, პრეს-ცენტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
„ქართულმა ოცნებამ“ სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს - პოლიტოლოგები ადგილობრივ არჩევნებზე
22:46 06.10.2021 (განახლებულია: 11:31 07.10.2021) როგორია ოპოზიციის შანსი ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში, რისთვის დაბრუნდა სააკაშვილი საქართველოში და რა როლს ასრულებს პოლიტიკაში გახარია - ამ საკითხებზე Sputnik-საქართველოს პრესცენტრში პოლიტოლოგებმა იმსჯელეს
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ კანდიდატებისთვის მარტივი არ იქნება ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება, ფიქრობენ ქართველი პოლიტოლოგები.
Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში ჩატარდა ბრიფინგი თემაზე „ადგილობრივი არჩევნების შედეგები - ვითარება საქართველოში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ და საერთაშორისო საკითხთა ექსპერტმა ვასო კაპანაძემ.
„პროგნოზების გაკეთება რთულია. ოპოზიციას რამდენიმე ქალაქში გამარჯვების პერსპექტივა აქვს. პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობა ხედავს, რომ რეგიონებში სერიოზული პრობლემებია, კერძოდ, ეკონომიკური. ეს ყველაფერი ადამიანებს ხელისუფლებისადმი უარყოფითად განაწყობს ოპოზიციის სასარგებლოდ“, - აღნიშნა კაპანაძემ.
მისი სიტყვებით, კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას, მაგრამ ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ქუთაისი და ზუგდიდი, სადაც ოპოზიციურმა კანდიდატებმა ცოტა უკეთესი შედეგი აჩვენეს, მმართველ პარტიას მოგება გაუჭირდება.
ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა მმართველი პარტიის სუსტ საკადრო პოლიტიკაზე. კაპანაძის აზრით, „მუდმივი აპელირება მიხეილ სააკაშვილის 9-წლიან მმართველობაზე“ უკვე აღარ მუშაობს. ამიტომ, მისი სიტყვებით, „ქართული ოცნება“ სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და სწორი დასკვნები გამოიტანოს მუნიციპალური არჩევნების შედეგებიდან.
„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა მოსახლეობის რეალური ნდობა და ასეთ პროცენტებს აგროვებს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის და იმის ხარჯზე, რომ ოპოზიციაში არიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ბოკერია, სააკაშვილი, და ხალხი ფიქრობს: „ოღონდ ისინი არა“. ამის მიუხედავად, ამგვარ პირობებში „ნაცმოძრაობის“ თითქმის 31% - ესაა გაფრთხილება, რომ საჭიროა დაფიქრება“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.
პოლიტოლოგმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენა, როდესაც 73 მაჟორიტარული ვაკანტური ადგილი „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა დაიკავეს, თუმცა მხოლოდ 21-მა მონაწილემ მოახერხა დეპუტატის სავარძლების მოპოვება პირველ ტურში.
„52 შემთხვევაში საჭირო გახდა მეორე ტურის გამართვა. მეორე ტურში ყველა ადგილი „ოცნებამ“ მიიღო. ახლა მდგომარეობა შეიცვალა, ისევე როგორც მოსახლეობის დამოკიდებულება მმართველი პარტიის მიმართ. და მე უკვე თავს ვერ დავდებ, რომ ისინი კვლავ ყველგან გაიმარჯვებენ მეორე ტურში. და ეს კარგიცაა. მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რას წარმომადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. ვფიქრობ, სახიფათო არაფერია, თუ ზოგიერთ ოლქში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა მამრაძემ.
გახარიას როლი ქართულ პოლიტიკაში
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ყოფილი პრემიერის დაბრუნებამ პოლიტიკაში და მისმა მონაწილეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია საკმაოდ დააზარალა.
„პოლიტოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება - „სპოილერი“. ესაა ადამიანი, რომელიც აფუჭებს თამაშს, რასაკვირველია, ვიღაცის დავალებით. გახარიამ ხმები წაართვა არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ „ოცნებას“. ის გახდა „სპოილერი“ იმ დღეს, როდესაც პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა“, - მიიჩნევს მამრაძე.
პოლიტოლოგის აზრით, რომ არა გახარია, კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებდა, „ქართული ოცნება“ კი პროპორციული სიებით 50%-ზე მეტს მიიღებდა.
მიუხედავად ამისა, ექსპერტები არ ელიან, რომ გახარიას ელექტორატი მეორე ტურში ხმას მელიას მისცემს.
„თუ მელია მერი გახდება, იმაზე ფიქრი, რომ ეს დადებითად იმოქმედებს სააკაშვილის ციხიდან გამოსვლაზე, არ ღირს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისის მერს არ შეუძლია გავლენა იქონიოს მაშინაც კი, თუ ის გუნდის წევრია და არა ოპოზიციონერი. არამედ იმიტომ, რომ მელიასთვის არ არის ხელსაყრელი სააკაშვილის გათავისუფლება. სააკაშვილის პარტიაში განხეთქილებაა და იქ არიან ადამიანები, რომლებსაც ის მობეზრდათ“, - განაცხადა მამრაძემ.
განსხვავებული აზრისაა კაპანაძე, რომელიც ფიქრობს, რომ მეორე ტურში მელიას გამარჯვების შემთხვევაში ეს „ქართული ოცნებისთვის“ დიდი დარტყმა იქნება, რაც ციხიდან სააკაშვილის ავტომატურად გათავისუფლების წინაპირობა იქნება.
რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი
სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება მისი სისხლის სამართლის დევნის პირობებში მიზნად ისახავდა აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში და ამ პროცესის გაძღოლას ოპოზიციის ნამდვილი ლიდერის ადგილის დაკავების გზით, მიიჩნევს კაპანაძე.
„ამ ნაბიჯით სააკაშვილმა, რომელიც შეიძლება გაკოტრებულ პოლიტიკოსად მივიჩნიოთ, აიღორძინა თავი, როგორც პოლიტიკოსმა. და მისმა ჩამოსვლამ ცოტათი მაინც შეუწყო ხელი „ნაციონალურ მოძრაობას“, მიეღო მეტი პროცენტი. თუმცა მან სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც დაბრუნდა და პერსპექტივაც ნაკლები აქვს. ალბათ მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ უკრაინა მის ექსტრადიციას მოითხოვს და ის დასთანხმდება“, - განაცხადა კაპანაძემ.
პეტრე მამრაძის აზრით, ყოფილ პრეზიდენტს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ჩუმად ჩამოვიდოდა საქართველოში და ეფექტურად გამოჩნდებოდა საზოგადოების წინაშე მასშტაბურ აქციაზე არჩევნების მეორე დღეს.
„მან იცოდა, რომ ამოწურა თავი, როგორც პოლიტიკოსმა და დადიოდა ხმები, რომ უკრაინაში თავს არაკომფორტულად გრძნობდა. მეორე ფაქტორია მელია, რომლის პოლიტიკური პოპულარობაც მას მოსვენებას არ აძლევს... მისმა არაერთმა მხარდამჭერმა სწორად აღნიშნა, რომ ქურდულად შემოპარვის ნაცვლად ჯობდა სააკაშვილი თვითმფრინავით ჩამოსულიყო და იქვე დაეპატიმრებინათ, რათა მთელ მსოფლიოს ენახა ეს პოლიტიკური აქტი“, - აღნიშნა მამრაძემ.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოში სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ნაკლებ მოსალოდნელია. მათი აზრით, ხშირად ოპოზიციური მასმედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს მიტინგების მასშტაბებზე.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.
არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პირველი სამი ადგილი პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 46,74% , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 30,68%, „საქართველოსთვის“ – 7,8%.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მერების არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება 20 დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში.