ქართული ორგანიზაცია „ხელი ხელს“ ჯანმომ სამაგალითო მოდელად აღიარა

© AP Photo / Anja Niedringhausჯანმო
ჯანმო - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
ორგანიზაციის „ხელი ხელს“ საქმიანობის შეფასება და სპეციალური ანგარიში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაციაზე მომუშავე ქართული ორგანიზაციის „ხელი ხელს“ სერვისები სანიმუშო მოდელად შეაფასა, ნათქვამია ორგანიზაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ხელი ხელს“ – ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია, რომელმაც საქმიანობა 2010 წელს დაიწყო.
ორგანიზაციის დამფუძნებლის მაია შიშნიაშვილის განცხადებით, 10-წლიანი არსებობის განმავლობაში „ხელი ხელს“ ათობით შშმ პირს დაეხმარა, რათა ისინი ჩაკეტილი ინსტიტუციებიდან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებულიყვნენ.
სასადილო ოთახი საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
დღეიდან თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება იწყება
„ჯანმოს შეფასებით, ორგანიზაციამ შშმ პირების საოჯახო გარემოში გადაყვანით, ასევე სერვისის ჰუმანურობით რევოლუციური გარღვევა მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ჯანმოს ამ აღიარებით „ხელი ხელს“ გახდა პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურ პაკეტში მოხვდა“, – განაცხადა შიშნიაშვილმა.
ორგანიზაციის დამფუძნებელი მაია შიშნიაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო სამიტზეა მიწვეული. ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები და მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღები პირები დეტალურად მოისმენენ, რა ინოვაციური სერვისებია დაფუძნებული ადამიანის უფლებებზე და რომელი სერვისები შეიძლება განავრცონ თავიანთ ქვეყნებში.
„როცა შშმ პირების საოჯახო გარემოში გადაყვანას ვიწყებდით, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს შემართებას და სრულიად ახალ მიდგომებს. ამ აღიარების მიღებამდე ჩვენ ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ ყოველთვის გვჯეროდა, რომ სწორ საქმეს ვაკეთებდით“, – განაცხადა შიშნიაშვილმა.
ორგანიზაციის „ხელი ხელს“ საქმიანობის შეფასება და სპეციალური ანგარიში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ყველა ახალი ამბავი
0