„კარგია, რომ ორივეს შეგვიძლია ბოდიშის თქმა“ – რაზე ჩხუბობს ნუკი კოშკელიშვილი ქმართან

© Facebook / Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილი საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება, რადგან „ნიჭიერის“ წამყვანობა შესთავაზეს. მისმა მეუღლემ ბენჯიმ მას მხარი დაუჭირა, რადგან იცოდა, რომ ნუკისთვის ეს შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
როგორც ნუკი ამბობს, ქორწინების მეექვსე წლისთავის აღნიშვნა მათ ამერიკაში განსხვავებულად სურდათ, მაგრამ ნუკი ვერ გაემგზავრა, ამიტომაც მისი მეუღლე ჩამოვიდა მის სანახავად.

„ჩვენს ურთიერთობაში სერიოზული კრიზისი და უთანხმოება არ ყოფილა, თუმცა ყველაფერზე შეგვიძლია ვიკამათოთ და დავხოცოთ ერთმანეთი. ბენი ერთი შეხედვით ჩანს დამყოლი, სინამდვილეში ძალიან ჯიუტია. ისე ვჩხუბობთ ხოლმე, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ჩვენი ოჯახური კონფლიქტი არის ჩხუბი წესების გარეშე. საბოლოოდ, ყოველთვის ერთ-ერთი ჩვენგანი უკან იხევს და მშვიდობაც მყარდება. კარგია, რომ ორივეს შეგვიძლია საჭირო დროს ბოდიშის თქმა“, – ამბობს ნუკი.

ყველა ახალი ამბავი
0