„კუზანოვთან შენი ფოტო მიიტანა, ამას დამამსგავსეო...“ – ვის ბაძავს შორენა ბეგაშვილი?

© courtesy of Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
ცნობილმა მსახიობმა შორენა ბეგაშვილს პლაგიატობაში დასდო ბრალი.
ცნობილმა მოდელმა, ტელეწამყვანმა და მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გადაცემიდან „სიცრუის დექტექტორი“ ის მონაკვეთი გამოაქვეყნა, სადაც მსახიობი ნატა გულიაშვილი აცხადებს, რომ მას შორენა ბეგაშვილი ბაძავს. სიცრუის დეტექტორმა აჩვენა, რომ მსახიობი მართლა ასე ფიქრობს.
„როდემდე ვითმინო?!“ – ასე დაასათაურა შორენამ ფოტო. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი მასზე დასმულმა კითხვამ ძალიან გაამხიარულა. როგორც გულიაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, ის შორენას კურსელი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში, ერთი თვითაა მხოლოდ მასზე უმცროსი, ოთხი წელი მეზობლები იყვნენ მიცკევიჩის ქუჩაზე.
ქალი ამბობს, რომ ის და შორენა მეგობრობდნენ და შორენას მისი ფიზიკური მონაცემები ყოველთვის მოსწონდა. ხშირად უთქვამს კომპლიმენტები და რომ სურდა მასაც ჰქონოდა მსგავსი თვალის ჭრილი, ან ცხვირი.

„ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამეთვლება რომ ვთქვა, რომ მას სჭირდებოდა იმ პერიოდში ვინმესთვის მიებაძა, რადგან უფრო პოპულარული გამხდარიყო. არა მარტო მე, ბევრი ცნობადი სახე ამბობს ამას. ერთ-ერთ წვეულებაზე მითხრეს, რომ ალბათ შორენა კუზანოვთან რომ მივიდა, შენი ფოტო მიიტანა და უთხრა, რომ ნატა გულიაშვილს დამამსგავსეთო“, – ამბობს ნატა გულიაშვილი.

მსახიობი ამბობს, რომ ახლა ის და შორენა ბეგაშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, უბრალოდ, „შორენა ცოტა უფრო მასზე გამხდარია“.

„ისე, სიმაღლე გინდა, ფიზიკური მონაცემები გინდა, ყველაფერი ერთნაირი გვაქვს. უბრალოდ მე ყველაფერი ბუნებრივი მაქვს და მთელმა საქართველომ იცის, რომ შორენას გაკეთებული აქვს. იმის პოპულარობა იგივე ჩემი პოპულარობაა, იმიტომ რომ ყოველი მეორე მეუბნება, რომ ერთმანეთს ვგავართ“, – აცხადებს გულიაშვილი.

აღმოჩნდა, რომ ნატა გულიაშვილი შორენა ბეგაშვილზე გადაცემა „შორენას ეფექტში“ მონაწილეობის შემდეგ გაბრაზდა, სადაც სხვა ჩაცმულობაზე და სტილზე იყვნენ შეთანხმებულები და არ მოეწონა საკუთარი თავი ისეთი, როგორიც შორენამ მაყურებელს აჩვენა.
ნატა გულიაშვილი საზოგადოებამ რეალითი შოუდან „ამტანები“ გაიცნო, მას შემდეგ ქალს სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიება მიჰყავს. რამდენიმე წელია სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მსახიობი სხვადასხვა იმიჯით ძალიან ბაძავს ბეგაშვილს.
ყველა ახალი ამბავი
0