https://sputnik-georgia.com/20211006/levan-maisashvili-sikvdilis-zgvarze-vikavi-260291465.html
ლევან მაისაშვილი: „სიკვდილის ზღვარზე ვიყავი...“
ლევან მაისაშვილი: „სიკვდილის ზღვარზე ვიყავი...“
Sputnik საქართველო
კორონავირუსის შემთხვევების გამო ივლისში გაუქმდა საქართველოს რაგბის ნაკრების მატჩები სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიასთან. 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T18:54+0400
2021-10-06T18:54+0400
2021-10-06T22:18+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251281504_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_428cf1a8879a44d5798d2aad304aee77.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ვიყავი, ჩემი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო, განაცხადა საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-თან.ლევან მაისაშვილს კორონავირუსი ივლისის პირველ რიცხვებში სამხრეთ აფრიკაში დაუდგინდა, სადაც ნაკრებს ორი ტესტ-მატჩი უნდა გაემართა, რომელთაგან ერთის ჩატარება მოახერხა.„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი იოჰანესბურგის ერთ-ერთ კლინიკაში ხანგრძლივად მკურნალობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე იყო. მაისაშვილმა ვირუსი საბოლოოდ მხოლოდ აგვისტოს ბოლოსთვის დაამარცხა.„ძალზე მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. როგორც ექიმებმა მითხრეს, ფილტვები აბსოლუტურად პარალიზებული მქონდა. სხეულს ვერ ვგრძნობდი. არც მახსოვს რამდენი ხანი დავყავი ამ მდგომარეობაში... რასაც ჰქვია, სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი და ჩემი გადარჩენის შანსი 2% იყო. საბედნიეროდ, გადავრჩი და ყველაფერი კარგად დასრულდა“, – განაცხადა მაისაშვილმა.მაისაშვილმა ქართველ ხალხს და გულშემატკივრებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სექტემბრის დასაწყისში დაბრუნდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251281504_94:0:1982:1416_1920x0_80_0_0_0de3c3a503be4002cef3b9647533d046.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ლევან მაისაშვილი: „სიკვდილის ზღვარზე ვიყავი...“
18:54 06.10.2021 (განახლებულია: 22:18 06.10.2021) კორონავირუსის შემთხვევების გამო ივლისში გაუქმდა საქართველოს რაგბის ნაკრების მატჩები სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიასთან.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ვიყავი, ჩემი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო, განაცხადა საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-თან.
ლევან მაისაშვილს კორონავირუსი ივლისის პირველ რიცხვებში სამხრეთ აფრიკაში დაუდგინდა, სადაც ნაკრებს ორი ტესტ-მატჩი უნდა გაემართა, რომელთაგან ერთის ჩატარება მოახერხა.
„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი იოჰანესბურგის ერთ-ერთ კლინიკაში ხანგრძლივად მკურნალობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე იყო. მაისაშვილმა ვირუსი საბოლოოდ მხოლოდ აგვისტოს ბოლოსთვის დაამარცხა.
„ძალზე მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. როგორც ექიმებმა მითხრეს, ფილტვები აბსოლუტურად პარალიზებული მქონდა. სხეულს ვერ ვგრძნობდი. არც მახსოვს რამდენი ხანი დავყავი ამ მდგომარეობაში... რასაც ჰქვია, სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი და ჩემი გადარჩენის შანსი 2% იყო. საბედნიეროდ, გადავრჩი და ყველაფერი კარგად დასრულდა“, – განაცხადა მაისაშვილმა.
მაისაშვილმა ქართველ ხალხს და გულშემატკივრებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სექტემბრის დასაწყისში დაბრუნდა.