„გილოცავ...“ – ნატალია ყიფშიძე ორსული კრისტი ყიფშიძის ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
ნატალია ყიფშიძემ სოციალურ ქსელში ცნობილი დედის უცნობი ფოტო გამოაქვეყნა.
ცნობილი მსახიობების შთამომავალი ნატალია ყიფშიძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე დედას დაბადების დღეს ულოცავს და მოდელ კრისტი ყიფშიძის იმდროინდელ ფოტოს აქვეყნებს, როდესაც კრისტი ნატალიაზე იყო ორსულად.
„გილოცავ დაბადების დღეს ჩემი ცხოვრების მზეო. მიყვარხარ და ამაყი ვარ და ვიქნები სამუდამოდ, რომ შენი ქალიშვილი ვარ“, – წერს ნატალია. კრისტი რამდენიმე დღის წინ 44 წლის გახდა.
ნატალია ცნობილი მსახიობის გიორგი ყიფშიძის შვილია, რომელიც მას კრისტისთან ქორწინებისას გაუჩნდა. ამჟამად გიორგის მესამე ცოლი და ოთხი შვილი ჰყავს. ყიფშიძეების ოჯახი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
ყველა ახალი ამბავი
0