გარდაიცვალა მსახიობი ამირან ქადეიშვილი

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
მსახიობმა ქართულ თეატრსა და კინოში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თეატრისა და კინოს მსახიობი ამირან ქადეიშვილი 6 ოქტომბერს, დილით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამირან ქადეიშვილი ქართველ მაყურებელს დაამახსოვრდა როლებით: ნიკოია („სემირამიდას ბაღები"), კვეგვე ტარბა („მთვარის მოტაცება"), კურა-მუჰამედი („ციმბირელი პაპა"), ჭოლა („პირველი მერცხალი"), ნიკო („გაქცევა გათენებისას"), ხირხალა („სიყვარული ყველას უნდა"), კობიძე („სახლი ლესნაიაზე"), ერმილე მამალაძე („მევლუდი").
ქადეიშვილი 1953-1985 წლებში მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ „ძველი სახლის“ სცენაზე.
2018 წელს ამირან ქადეიშვილს გადაეცა ჯილდო „ხელოვნების ქურუმი".
ყველა ახალი ამბავი
0