https://sputnik-georgia.com/20211006/finansta-saministro-laris-stabiluroba-politikur-mdgomareobazea-damokidebuli-260265461.html
ფინანსთა სამინისტრო: ლარის სტაბილურობა პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული
ფინანსთა სამინისტრო: ლარის სტაბილურობა პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული
Sputnik საქართველო
როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, სავალუტო ბაზარზე დღეისათვის შედარებითი სიმშვიდეა და გაცვლითი კურსი სტაბილურია. 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T09:50+0400
2021-10-06T09:50+0400
2021-10-06T16:42+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_2e80f5a9b1b432c6a2b1263e8955cfaa.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკურმა დაძაბულობამ შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს დღეისათვის არსებულ ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.6 ოქტომბრისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1411 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინტერვენციების შესახებ გადაწყვეტილება და ლარის კურსზე ზრუნვა ეროვნულ ბანკს ეხება და სწორედ ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას ინტერვენციისა და მისი აუცილებლობის შესახებ.სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. წელს კი ეროვნულმა ბანკმა 9 აუქციონზე 332,9 მლნ დოლარი გაყიდა.ადრე ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და საპროცენტო განაკვეთს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_4f07e8118e9bfb5bca344f4ec1fc9474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: ლარის სტაბილურობა პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული
09:50 06.10.2021 (განახლებულია: 16:42 06.10.2021) როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, სავალუტო ბაზარზე დღეისათვის შედარებითი სიმშვიდეა და გაცვლითი კურსი სტაბილურია.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკურმა დაძაბულობამ შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს დღეისათვის არსებულ ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
6 ოქტომბრისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1411 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
„სავალუტო ბაზარზე დღეს შეინიშნება შედარებითი სიმშვიდე და გაცვლითი კურსის უფრო სტაბილურობა. რა თქმა უნდა, როდესაც არის წინასაარჩევნოდ გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობა, ეს ლარის კურსზე გავლენას ახდენს. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია მოთხოვნა გაჩნდეს ისეთი პირებისგან, რომლებსაც რეალურად იმ დროს არ სჭირდებათ თანხა, რაც ბაზარზე გარკვეულ დაძაბულობას იწვევს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ეს დაძაბულობა ქრება“, – განაცხადა კაკაურიძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინტერვენციების შესახებ გადაწყვეტილება და ლარის კურსზე ზრუნვა ეროვნულ ბანკს ეხება და სწორედ ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას ინტერვენციისა და მისი აუცილებლობის შესახებ.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. წელს კი ეროვნულმა ბანკმა 9 აუქციონზე 332,9 მლნ დოლარი გაყიდა.
ადრე ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და საპროცენტო განაკვეთს.