„თელასი" თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), იპოლიტოვ-ივანოვის, ხევისპირის, დავით აღმაშენებლის, ფარსმან II ქველის, დრანდის და ბერთუბნის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბერძენიშვილის, მოსაშვილის, ფალიაშვილის (ნაწილობრივ) და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშელის, არაყიშვილის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის, მცხეთის, რაზმაძის, ტიციან ტაბიძის და თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის, ფალიაშვილის და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნინუას, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ბეჟანიშვილის, დადიანის, მექანიზაციის, ერისთავის, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, აგლაძის, ბაღის, კედიას, ვანის და ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV კვარტლის, ახმეტელის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე არჩილის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომი III, IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის და მეფე არჩილის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის და ქინძმარაულის ქუჩეს მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0