https://sputnik-georgia.com/20211005/tbilissi-5-atasamde-abonenti-gazis-garese-darceba-260263071.html
თბილისში 5 ათასამდე აბონენტი გაზის გარეშე დარჩა
თბილისში 5 ათასამდე აბონენტი გაზის გარეშე დარჩა
Sputnik საქართველო
გაზმომარაგების შეწყვეტა უკავშირდება ავარიას მილსადენზე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T23:41+0400
2021-10-05T23:41+0400
2021-10-05T23:58+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293112_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_07a72747bfd31727bb247d6f8d4b10d2.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ორ რაიონში 5 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.გაზგამანაწილებელი კომპანიის მონაცემებით, შეზღუდვა უკავშირდება ნუცუბიძის ფერდობისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის – ლისის ტბის მიმდებარედ (შპს „ლისი ფოს” საცხოვრებელ კომპლექსთან) არსებულ მაგისტრალურ გაზსადენზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. სამუშაოების ჩატარების მიზნით 5 ოქტომბრის – 22:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდა:საბურთალოს რაიონში – იური გაგარინის ქუჩაზე და ვეძისის დასახლებაში, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის და მარშალ გელოვანის გამზირზე.ვაკის რაიონში - ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე კერძო სკოლას, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს – 112-ის შენობას და სხვა დაწესებულებებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293112_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_24f00e05a3aa14fabd3983b7c4154846.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
თბილისში 5 ათასამდე აბონენტი გაზის გარეშე დარჩა
23:41 05.10.2021 (განახლებულია: 23:58 05.10.2021) გაზმომარაგების შეწყვეტა უკავშირდება ავარიას მილსადენზე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ორ რაიონში 5 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
„გაზის მიწოდება აღდგება 6 ოქტომბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათისთვის. გთხოვთ გადაკეტოთ გაზის ონკანები და დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაზგამანაწილებელი კომპანიის მონაცემებით, შეზღუდვა უკავშირდება ნუცუბიძის ფერდობისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის – ლისის ტბის მიმდებარედ (შპს „ლისი ფოს” საცხოვრებელ კომპლექსთან) არსებულ მაგისტრალურ გაზსადენზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. სამუშაოების ჩატარების მიზნით 5 ოქტომბრის – 22:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდა:
საბურთალოს რაიონში – იური გაგარინის ქუჩაზე და ვეძისის დასახლებაში, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის და მარშალ გელოვანის გამზირზე.
ვაკის რაიონში - ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე კერძო სკოლას, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს – 112-ის შენობას და სხვა დაწესებულებებს.