https://sputnik-georgia.com/20211005/savardzeli-liza-mixeil-saakashvili-260243886.html
14-ათასიანი სავარძელი და საკუთარი ვენახი – როგორ სახლში ცხოვრობს სააკაშვილი ლიზასთან ერთად
14-ათასიანი სავარძელი და საკუთარი ვენახი – როგორ სახლში ცხოვრობს სააკაშვილი ლიზასთან ერთად
Sputnik საქართველო
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დამკვიდრდა, კიევთან ახლოს, სოფელ ლესნიკში, სადაც კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2000 დოლარი ღირს, მიწა... 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T16:07+0400
2021-10-05T16:07+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260243716_0:85:1632:1003_1920x0_80_0_0_aa3ea1f89203f204bfb05ff7d1515ea4.jpg
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დამკვიდრდა, კიევთან ახლოს, სოფელ ლესნიკში, სადაც კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2000 დოლარი ღირს, მიწა შეიძინა და სახლი ააშენა.მიხეილ სააკაშვილის სახლი ვატუტინის ქუჩაზეა. კართან სამი დროშა ფრიალებს – უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის. საცხოვრებელ კომპლექსში შედის ბაღი, ავტოფარეხი და კიდევ პატარა სახლი, სადაც, სავარაუდოდ, მომსახურე პერსონალი ცხოვრობს.სახლთან ყველგან არის კამერები და სპეციალური ნიშნები, რომ „ობიექტი დაკვირვების ქვეშაა“, ხოლო ტერიტორიას ჰყავს დაცვა. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, 2017 წელს 10 ჰექტარზე მეტი მიწა პოლიტიკოსის დედამ, გიული ალასანიამ შეიძინა.უძრავი ქონების ვებ-გვერდებზე განთავსებული განცხადებების თანახმად, ერთსართულიანი სახლი და 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწა მინიმუმ 450.000 აშშ დოლარი ღირს. ეს სააკაშვილის აპარტამენტია, საიდანაც ძალიან უყვარს პირდაპირი ჩართვები.აქვს ვენახი, დიდი, ლამაზი ეზო, ხშირად იღებს სტუმრებს, მასპინძლობს პოლიტიკოსების დელეგაციებს და ცხოვრობს კატასთან ერთად. თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ იქ ატარებდა დიდ დროს მისი ოჯახის ახალი წევრი ლიზა იასკოც. ფოტოებზე ჩანს, რომ ის და ლიზა სტუმრებსაც იღებდნენ.მიხეილ სააკაშვილის უკრაინული აპარტამენტი არაერთხელ გამხდარა იქაურ მედიაშიც კი კრიტიკის ობიექტი. ერთი წლის წინ ამ თემაზე ექს-პრეზიდენტის დედამ განაცხადა, რომ ქონება რეალურად მას ეკუთვნის.როგორც მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ეს სახლი საუკეთესო რამ არის, რაც მას პოლიტიკაში მოღვაწეობის 25 წლის ისტორიაში გაუკეთებია.ინტერიერი პასტელის ფერებშია, თუმცა თვალში საცემია აქცენტები, კერძოდ, ფერადი ხალიჩა და ცნობილი იტალიელი დიზაინერის ალესანდრო მენდინის ხელით შექმნილი ულამაზესი სავარძელი, რომელიც 50 კგ-ს იწონის და მისი ფასი დაახლოებით 14 ათასი ევროა.როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში ამ სახლში მიხეილ საააკშვილი უკრაინული რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან ერთად ცხოვრობს. სააკაშვილის დაკავების შემდეგ ლიზამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის და ლიზა ერთი ოჯახია.წყვილის რომანის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ისინი ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ სანდრა რულოვსთან და უმცროს შვილთან ნიკოლოზთან ერთად საბერძნეთში დაისვენა.სოფელ ლესნიკში აგარაკის მშენებლობა ექს-პრეზიდენტმა 2018 წელს დაიწყო. მაშინ ლესნიკი ჯერ კიდევ არ იყო ისეთი ელიტური დასახლება, როგორც უკრაინაში კონჩა-ზასპაა, მაგრამ ეს ადგილი ნელ-ნელა ივსება მდიდარი კიეველების სახლებით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260243716_7:0:1619:1209_1920x0_80_0_0_0ff82464606d800fd289767f928ddcc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი სახლი უკრაინა
მიხეილ სააკაშვილი სახლი უკრაინა
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დამკვიდრდა, კიევთან ახლოს, სოფელ ლესნიკში, სადაც კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2000 დოლარი ღირს, მიწა შეიძინა და სახლი ააშენა.
მიხეილ სააკაშვილის სახლი ვატუტინის ქუჩაზეა. კართან სამი დროშა ფრიალებს – უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის. საცხოვრებელ კომპლექსში შედის ბაღი, ავტოფარეხი და კიდევ პატარა სახლი, სადაც, სავარაუდოდ, მომსახურე პერსონალი ცხოვრობს.
სახლთან ყველგან არის კამერები და სპეციალური ნიშნები, რომ „ობიექტი დაკვირვების ქვეშაა“, ხოლო ტერიტორიას ჰყავს დაცვა. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, 2017 წელს 10 ჰექტარზე მეტი მიწა პოლიტიკოსის დედამ, გიული ალასანიამ შეიძინა.
უძრავი ქონების ვებ-გვერდებზე განთავსებული განცხადებების თანახმად, ერთსართულიანი სახლი და 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწა მინიმუმ 450.000 აშშ დოლარი ღირს. ეს სააკაშვილის აპარტამენტია, საიდანაც ძალიან უყვარს პირდაპირი ჩართვები.
აქვს ვენახი, დიდი, ლამაზი ეზო, ხშირად იღებს სტუმრებს, მასპინძლობს პოლიტიკოსების დელეგაციებს და ცხოვრობს კატასთან ერთად. თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ იქ ატარებდა დიდ დროს მისი ოჯახის ახალი წევრი ლიზა იასკოც. ფოტოებზე ჩანს, რომ ის და ლიზა სტუმრებსაც იღებდნენ.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინული აპარტამენტი არაერთხელ გამხდარა იქაურ მედიაშიც კი კრიტიკის ობიექტი. ერთი წლის წინ ამ თემაზე ექს-პრეზიდენტის დედამ განაცხადა, რომ ქონება რეალურად მას ეკუთვნის.
როგორც მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ეს სახლი საუკეთესო რამ არის, რაც მას პოლიტიკაში მოღვაწეობის 25 წლის ისტორიაში გაუკეთებია.
ინტერიერი პასტელის ფერებშია, თუმცა თვალში საცემია აქცენტები, კერძოდ, ფერადი ხალიჩა და ცნობილი იტალიელი დიზაინერის ალესანდრო მენდინის ხელით შექმნილი ულამაზესი სავარძელი, რომელიც 50 კგ-ს იწონის და მისი ფასი დაახლოებით 14 ათასი ევროა.
როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში ამ სახლში მიხეილ საააკშვილი უკრაინული რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან ერთად ცხოვრობს. სააკაშვილის დაკავების შემდეგ ლიზამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის და ლიზა ერთი ოჯახია.
წყვილის რომანის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ისინი ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ სანდრა რულოვსთან და უმცროს შვილთან ნიკოლოზთან ერთად საბერძნეთში დაისვენა.
სოფელ ლესნიკში აგარაკის მშენებლობა ექს-პრეზიდენტმა 2018 წელს დაიწყო. მაშინ ლესნიკი ჯერ კიდევ არ იყო ისეთი ელიტური დასახლება, როგორც უკრაინაში კონჩა-ზასპაა, მაგრამ ეს ადგილი ნელ-ნელა ივსება მდიდარი კიეველების სახლებით.