Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინაზე რეგისტრაცია შეჩერდა

© AP Photo / Marco Ugarteვაქცინა AstraZeneca
ვაქცინა AstraZeneca - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეჩერდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული პრეპარატით ის პირები შეძლებენ აცრას, რომელთაც AstraZeneca-ს მეორე დოზით ვაქცინაცია ეკუთვნით.

„სამწუხაროდ, ვაჩერებთ AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაციას, რადგან მოთხოვნა ნაკლებია. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ვნახოთ, COVAX-პლატფორმა თუ მოგვაწვდის AstraZeneca-ს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე საქართველოში ხელმისაწვდომია Sinopharm-ის, Sinovac-ისა და Pfizer-ის ვაქცინები. ქვეყანა ასევე ვაქცინა Jonson&Jonson-ის პირველ პარტიას ელოდება.
AstraZeneca – კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი პრეპარატია, რომელიც საქართველომ მიიღო. ვაქცინის პირველი პარტია – 43 ათასი დოზა მარტში შემოვიდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.826.786 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 991.141 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 34,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 835.645 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,3%. 4 ოქტომბერს აიცრა 8.106 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0