სააკაშვილის მეგობარი ქალი გოგოს კოცნის? – სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო

© Facebook / Ліза Яськоლიზა იასკო
ლიზა იასკო - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ფოტოს, სადაც წერენ, რომ სააკაშვილის მეგობარი ქალი გოგონას კოცნის.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინული რადას დეპუტატი ლიზა იასკო განსაკუთრებით პოპულარული გახდა, რადგან დაკავებიდან ერთ საათში ლიზა იასკომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ის და ლიზა ერთად ცხოვრობენ და აქვთ ოჯახი.
სოციალურ ქსელში ქართულ გვერდებზე პოპულარული გახდა ფოტო, რომელიც 2020 წლის 29 ნოემბერს Telegram არხზე გამოაქვეყნა პარტია უმაღლესი რადის ყოფილმა დეპუტატმა იგორ მოსიჩუკმა. ის წერდა, რომ ფოტოზე ლიზა იასკო იყო.
სურათზე ნაჩვენებია გოგონები, რომლებიც ბანერთან დგანან. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიზა იასკომ ქალს ტუჩებში სახალხოდ აკოცა, გასულ წელს უკრაინულ მედიაშიც ვრცელდებოდა.
ირკვევა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა ელიზავეტა იასკო, არამედ დარინა პეტრიშინაა, რომელიც ანა სუხომლინას კოცნის. ფოტოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს როგორც თავად ლიზა იასკომ, ასევე მომხმარებელმა, რომელმაც ფოტო სოციალურ ქსელში პირველად გამოაქვეყნა, და მათ უარყვეს ინფორმაცია, რომ ფოტოზე იასკოა გამოსახული.
ავთენტიკური ფოტო კი პირველად „ფეისბუქზე“ მომხმარებელმა Kateryna Chepura-მ 2019 წლის 28 ნოემბერს გამოაქვეყნა და მასში ასახული პირები ჰანა სუხომლინა და დარინა პერტრიშინა მონიშნა. მომდევნო დღეს კატერინა ჩეპურას გამოქვეყნებული აქვს სხვა მსგავსი ფოტოებიც, სადაც ნათლად ჩანს, რომ მწვანე ტანისამოსიანი ქალი ლიზა იასკო არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0