„სამწლიანი ურთიერთობა მე დავასრულე...“ – მომღერალმა აღიარა, რატომ დაშორდა შეყვარებულს

© Facebook / Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
ნუცა ბუზალაძემ განაცხადა, რომ არ ყოფილა სასიყვარულო ურთიერთობა, საიდანაც ის პირველი არ წასულა.
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ, რომ პოპულარული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე არაბ მილიონერზე იყო შეყვარებული. როგორც თავად ნუცა განმარტავს, ეს ჭორი იმიტომ გაჩნდა, რომ ის დიდ დროს ატარებს დუბაიში, თუმცა იქ მხოლოდ საქმიანი ვიზიტით, კონცერტებზე მიდის ხოლმე.
ნუცამ გავრცელებული ინფორმაცია ია ფარულავას გადაცემაში უარყო. ამის პარალელურად კი წინა ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა. მისი თქმით, შეყვარებული ორჯერ იყო და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ახსენდება.

„ყოველთვის მე ვარ ის, ვინც ურთიერთობას წყვეტს. ჩემს ნიჭს უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება, ასე ვფიქრობ, ვიდრე ურთიერთობას. ამას სულ მოასწრებს გოგო, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, რომ გათხოვდე და შვილი გააჩინო. ბოლო სამწლიანი ურთიერთობაც მე დავასრულე, ისეთი შეყვარებული ვიყავი, რომ „ინსტაგრამზე“ ფოტოებიც დავდე. დაშორების შემდეგ რამდენიმე დღე განვიცადე, მაგრამ მერე ყველაფერი გადის“, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.

ნუცამ საკუთარ კარიერაზეც ისაუბრა და სხვადასხვა კონკურსი გაიხსენა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული „იურმალა“ აღმოჩნდა, სადაც სოსო პავლიაშვილისა და დუეტ „ჯორჯიას“ შემდეგ მესამე გამარჯვებული გახდა. მიუხედავად ამისა, მას არაერთი სირთულე შეხვდა, სთხოვდნენ სიმღერის შეცვლას, დაუწუნეს მანერები, თუმცა ეს მისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა. „პრიზად მივიღე 50 ათასი ევრო და ბრილიანტის სამაჯური, მაშინ 17 წლის ვიყავი“, – გაიხსენა ნუცამ.
ყველა ახალი ამბავი
0