https://sputnik-georgia.com/20211005/ragbi-borjralosnebma-sami-test-matci-dagegmes-260255527.html
რაგბი: ბორჯღალოსნებმა ნოემბერში სამი ტესტ-მატჩი დაგეგმეს
რაგბი: ბორჯღალოსნებმა ნოემბერში სამი ტესტ-მატჩი დაგეგმეს
Sputnik საქართველო
საქართველო ნოემბერში საფრანგეთისა და ფიჯის ნაკრებებს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნები ფრანგებს მსოფლიო თასს მიღმა პირველად ეთამაშებიან. 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T17:33+0400
2021-10-05T17:33+0400
2023-08-17T18:14+0400
სპორტი
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251874978_0:20:2630:1499_1920x0_80_0_0_25cef1eaf90e418258fdd366692239fe.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები ნოემბერში სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ორი მეტოქის ვინაობა კი უკვე ცნობილია. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.ბორჯღალოსნები პირველ შეხვედრას 6-7 ნოემბერს საკუთარ კედლებში ჩაატარებენ. როგორც რაგბის კავშირში აცხადებენ, მეტოქის ვინაობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის და უახლოეს მომავალში გაირკვევა.ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა>>„მეტოქის ვინაობას ჯერ ვერ დავასახელებთ. საუბარია ძლიერი სარაგბო გუნდის სტუმრობაზე, რომელი ქვეყნის მოქალაქეებსაც, რეგულაციებიდან გამომდინარე, საქართველოში შემოსვლის და გასვლის პრობლემა არ აქვთ“, – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.მეორე მატჩს ქართველი მორაგბეები 14 ნოემბერს ქალაქ ბორდოში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებენ, ხოლო 20 ნოემბერს ჩვენი ნაკრები ფიჯის ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდება. ბაჩო ხურციძის თქმით, ეროვნული გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი მაღალი დონის შეხვედრა გამართოს.თავდაპირველად საქართველოს ნაკრებს ნოემბერში სამი ტესტ-მატჩი უნდა გაემართა, მაგრამ მატჩი სამოასთან, რომელიც 6 ნოემბერს თბილისში იყო დაგეგმილი, სამოას რაგბის კავშირის ინიციატივით კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.ხურციძის თქმით, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და World Rugby რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავს.საქართველოს ნაკრები საფრანგეთს მსოფლიო თასს მიღმა პირველად შეხვდება. ბოლოს ამ ქვეყნების დაპირისპირება 2007 წლის მსოფლიო თასზე მარსელში შედგა, სადაც ფრანგებმა დამაჯერებელი ანგარიშით 64:7 იმარჯვეს. რაგბის კავშირში საფრანგეთთან გასამართ ტესტ-მატჩს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ამბობენ, რომ ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირების შედეგად ნაკრების სათამაშო დონე კიდევ უფრო გაიზრდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251874978_147:0:2484:1753_1920x0_80_0_0_0fd0eaf5e4502dce116c219d5641a7b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, covid-19
სპორტი, ახალი ამბები, covid-19
რაგბი: ბორჯღალოსნებმა ნოემბერში სამი ტესტ-მატჩი დაგეგმეს
17:33 05.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) საქართველო ნოემბერში საფრანგეთისა და ფიჯის ნაკრებებს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნები ფრანგებს მსოფლიო თასს მიღმა პირველად ეთამაშებიან.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები ნოემბერში სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ორი მეტოქის ვინაობა კი უკვე ცნობილია. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი
ავრცელებს.
ბორჯღალოსნები პირველ შეხვედრას 6-7 ნოემბერს საკუთარ კედლებში ჩაატარებენ. როგორც რაგბის კავშირში აცხადებენ, მეტოქის ვინაობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის და უახლოეს მომავალში გაირკვევა.
„მეტოქის ვინაობას ჯერ ვერ დავასახელებთ. საუბარია ძლიერი სარაგბო გუნდის სტუმრობაზე, რომელი ქვეყნის მოქალაქეებსაც, რეგულაციებიდან გამომდინარე, საქართველოში შემოსვლის და გასვლის პრობლემა არ აქვთ“, – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.
მეორე მატჩს ქართველი მორაგბეები 14 ნოემბერს ქალაქ ბორდოში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებენ, ხოლო 20 ნოემბერს ჩვენი ნაკრები ფიჯის ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდება. ბაჩო ხურციძის თქმით, ეროვნული გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი მაღალი დონის შეხვედრა გამართოს.
„ზაფხულში ტიერ-1-ის ქვეყნის გუნდებთან ბევრი ტესტ-მატჩი გაგვიცდა და მნიშვნელოვანია, რომ ახლა რაც შეიძლება მეტი თამაში გავმართოთ. საწყენია, რომ ფიჯის მასპინძლობა ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანი იყო მათთვის საქართველოში გვემასპინძლა, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი რამ თავდაყირა დადგა“, – აღნიშნავს ვიცე-პრეზიდენტი.
თავდაპირველად საქართველოს ნაკრებს ნოემბერში სამი ტესტ-მატჩი უნდა გაემართა, მაგრამ მატჩი სამოასთან, რომელიც 6 ნოემბერს თბილისში იყო დაგეგმილი, სამოას რაგბის კავშირის ინიციატივით კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.
ხურციძის თქმით, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და World Rugby რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
საქართველოს ნაკრები საფრანგეთს მსოფლიო თასს მიღმა პირველად შეხვდება. ბოლოს ამ ქვეყნების დაპირისპირება 2007 წლის მსოფლიო თასზე მარსელში შედგა, სადაც ფრანგებმა დამაჯერებელი ანგარიშით 64:7 იმარჯვეს. რაგბის კავშირში საფრანგეთთან გასამართ ტესტ-მატჩს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ამბობენ, რომ ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირების შედეგად ნაკრების სათამაშო დონე კიდევ უფრო გაიზრდება.