რა გახდა აფეთქების მიზეზი: რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განმარტება

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaრუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
ქარხნის ადმინისტრაციის განცხადებით, აფეთქება საამქროს გარე ტერიტორიაზე მოხდა.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ქარხნის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს.
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება გუშინ, საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში, სავარაუდოდ, არსებული დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი პირი დაშავდა.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
როგორც ქარხნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე ჩხეიძემ განაცხადა, აფეთქება, რომელსაც ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, საწარმოო პროცესის დროს საამქროში არ მომხდარა.
„დანადგარი აფეთქდა საწარმოს ტერიტორიაზე, თუმცა ეს გარე ტერიტორიაა და არა საამქრო. გამოძიება დაწყებულია და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია გაირკვეს რა მოხდა", – განაცხადა ჩხეიძემ.
ქარხნის თანამშომლების თქმით, უბედური შემთხვევა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოხდა, ამიტომ მომხდარის დეტალები არ იციან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0