https://sputnik-georgia.com/20211005/qartveli-musikosi-zurab-jafarizisgan-15-atas-lars-itxovs-260262257.html
ქართველი მუსიკოსი ზურაბ ჯაფარიძისგან 15 ათას ლარს ითხოვს
ქართველი მუსიკოსი ზურაბ ჯაფარიძისგან 15 ათას ლარს ითხოვს
Sputnik საქართველო
პოლიტიკური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს საარჩევნო კლიპისთვის მუსიკოსის მიერ შესრულებული სიმღერის გამოყენება შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T22:31+0400
2021-10-05T22:31+0400
2021-10-06T00:19+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458588_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_63a05775a9a39e11cdddd7529a7d56a8.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. მუსიკოსი მანანა მენაბდე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.მუსიკოსის თქმით, ჯაფარიძემ თავის წინასაარჩევნო კლიპში მის მიერ შესრულებული სიმღერა გამოიყენა.თუ პოლიტიკოსი საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის, დიდი ალბათობით, დავა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.მუსიკოსის უფლებებს საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA იცავს.როგორც პარტიაში აღნიშნეს, ჯაფარიძის წინასაარჩევნო კამპანიაში ასევე Led Zeppelin-ის, დევიდ ბოუის და სხვა ცნობილი მუსიკოსების ჰანგებიც არაერთხელ არის გამოყენებული.„გირჩი“ თავისი იდეოლოგიით ინტელექტუალურ საკუთრებას არ ცნობს. სერიოზულად რომ გითხრათ, მე თვითონაც არ ვაპირებ არც Pink Floyd-ს გადავუხადო თანხა, არც დევიდ ბოუის და არც მაგ ქალბატონს“, - განაცხადა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ.საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.ცესკოს მონაცემებით თბილისის საკრებულოში 6 პარტია მოხვდა, მათ შორისაა „მეტი თავისუფლება - გირჩი“, რომელმაც ხმების 3,3% მოაგროვა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458588_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_df02a1bd07b8347a881e8cf48c152e56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ქართველი მუსიკოსი ზურაბ ჯაფარიძისგან 15 ათას ლარს ითხოვს
22:31 05.10.2021 (განახლებულია: 00:19 06.10.2021) პოლიტიკური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს საარჩევნო კლიპისთვის მუსიკოსის მიერ შესრულებული სიმღერის გამოყენება შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. მუსიკოსი მანანა მენაბდე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია
„იმედი“. მუსიკოსის თქმით, ჯაფარიძემ თავის წინასაარჩევნო კლიპში მის მიერ შესრულებული სიმღერა გამოიყენა.
„დაუკითხავად ვინ მოგცათ უფლება, რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?! თუ სულ თავს გახვედით?! ჯერ ერთი მე ვარ გერმანიის მოქალაქე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს! კიდევაც რომ მქონდეს, რა უფლებით იღებთ ჩემ ნამღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცოდეთ რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ! ე. ი. უნდა იფიქრონ, რომ მე თქვენ გაძლევთ ხმას! ესაა ტყუილი და ამისთვის პასუხი უნდა აგოთ! ყველანაირი სინდისი და სირცხვილი დაკარგეთ? თუ გაგიგიათ სიტყვა - ღირსება?“ - წერს მანანა მენაბდე თავის Facebook-გვერდზე.
თუ პოლიტიკოსი საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის, დიდი ალბათობით, დავა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.
მუსიკოსის უფლებებს საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA იცავს.
„სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მას აეკრძალება მანანა მენაბდის საავტორო უფლების საჯაროდ განთავსება პირად და პარტიის Facebook-გვერდზე და ასევე დაეკისრება ჯარიმა საავტორო ჰონორარის 15-მაგი ოდენობით“, - აცხადებს GERA-ს იურისტი ლადო რაფავა.
როგორც პარტიაში აღნიშნეს, ჯაფარიძის წინასაარჩევნო კამპანიაში ასევე Led Zeppelin-ის, დევიდ ბოუის და სხვა ცნობილი მუსიკოსების ჰანგებიც არაერთხელ არის გამოყენებული.
„გირჩი“ თავისი იდეოლოგიით ინტელექტუალურ საკუთრებას არ ცნობს. სერიოზულად რომ გითხრათ, მე თვითონაც არ ვაპირებ არც Pink Floyd-ს გადავუხადო თანხა, არც დევიდ ბოუის და არც მაგ ქალბატონს“, - განაცხადა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს მონაცემებით თბილისის საკრებულოში 6 პარტია მოხვდა, მათ შორისაა „მეტი თავისუფლება - გირჩი“, რომელმაც ხმების 3,3% მოაგროვა.