https://sputnik-georgia.com/20211005/qartuli-kompaniebis-fasiani-qagaldebi-londonis-birjaze-260224990.html
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
Sputnik საქართველო
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაუფასურდა. 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T12:17+0400
2021-10-05T12:17+0400
2021-10-05T16:09+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575375_0:114:3439:2048_1920x0_80_0_0_ae886de9733b2590278aa4df8920f4a8.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 1,27%-ით გაიზარდა და 101,19 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,47%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობასაინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,18%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,34% მოგებით 106,45 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,59 პუნქტის ფასით, 4,98% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,42%-ით შემცირდა.„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,96%-ით გაუფასურდა 101,8 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,69%-ს.აქციებით ვაჭრობაფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 0,9%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,68 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 97 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,2–15,86 ფუნტის დიაპაზონში. კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 0,18%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,11 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 715 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,79–6,24 ფუნტის დიაპაზონში.TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 4,8%-ით გაიზარდა 14,4 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 128 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,28–14,66 ფუნტის დიაპაზონში.
https://sputnik-georgia.com/20210427/saqarTvelos-navTobisa-da-gazis-korporaciam-250-mln-dolaris-evroobligaciebi-dafara-251574353.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575375_516:0:3247:2048_1920x0_80_0_0_80e7e4acc97f1053522b99170729253e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
12:17 05.10.2021 (განახლებულია: 16:09 05.10.2021) ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაუფასურდა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 1,27%-ით გაიზარდა და 101,19 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,47%-ს, ნათქვამია
საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,18%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,34% მოგებით 106,45 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,59 პუნქტის ფასით, 4,98% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,42%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,96%-ით გაუფასურდა 101,8 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,69%-ს.
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 0,9%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,68 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 97 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,2–15,86 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 0,18%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,11 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 715 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,79–6,24 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 4,8%-ით გაიზარდა 14,4 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 128 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,28–14,66 ფუნტის დიაპაზონში.