„როცა შენ გვერდით სწორი მამაკაცია“ – ნეკა დოროყაშვილი მალდივებიდან დუბაიში აღმოჩნდა

© courtesy of Neka Dorokashviliნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
ნეკა დოროყაშვილი ბოლო დროს ხშირად წერს საყვარელ მამაკაცზე.
ნეკა დოროყაშვილი მალდივებიდან დუბაიში აღმოჩნდა. როგორც თავად წერს, როდესაც შენ გვერდით სწორი მამაკაცია, გადადებული ფრენაც კი შეიძლება გადაიქცეს ვოიაჟად სრულიად სხვა ქვეყანაში. ამით ნეკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის გვერდით მამაკაცია და ის მასზე ზრუნავს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში, თუმცა პირად ცხოვრებაზე იშვიათად წერს ხოლმე. ცოტა ხნის წინ ნეკა საყვარელ მამაკაცთან ერთად მალდივებზე ისვენებდა და ამას მისი გამოქვეყნებული ვიდეოები თუ ფოტოებიც ადასტურებდა.
მოდელმა მალდივებზე აღნიშნა დაბადების დღე და რომანტიკული ვახშმის კადრები გაასაჯაროვა. ამ დრომდე უცნობია როგორ გამოიყურება და ვინ არის ნეკას ახალი რჩეული.
მოდელის და ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრება ცნობილი სკანდალის შემდეგ მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
საზოგადოებამ იცის ნეკა დოროყაშვილის ოჯახური დავის შესახებ ყოფილ მეუღლესთან. წყვილი განქორწინებულია და ერთი შვილი ჰყავს. ნეკასა და ნიკოლოზს შორის, ქონებრივ დავასთან ერთად, ფიზიკური დაპირისპირების შესახებ დავაც მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0