მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რეალური რისკები: ლონდონი შესაძლოა სხვა დედაქალაქით ჩანაცვლდეს

© AFP 2024 / GLYN KIRKლონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი შესაძლოა სხვა ქალაქით ჩანაცვლდეს, ვინაიდან კლიმატური ცვლილებები და ზღვის დონის აწევა მას დატბორვით ემუქრება, იუწყება Daily Express-ი ექსპერტებზე დაყრდნობით.
მეცნიერების პროგნოზით, მომავალში ლონდონი კიდევ უფრო ექსტრემალურ კლიმატურ პირობებსა და ძლიერ წყალდიდობებს შეეჯახება, თუ გლობალური დათბობა არ შეჩერდება.
ძლიერმა წვიმებმა ლონდონში წყალდიდობა გამოიწვია - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ძლიერმა წვიმებმა ლონდონში წყალდიდობა გამოიწვია – ვიდეო
კლიმატის საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელის დევიდ კინგის თქმით, ზღვის დონის აწევა განსაკუთრებით ლონდონს, ჰალსა და ბრისტოლს ემუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ შეფასებები სხვადასხვაგვარია, ზღვის გლობალური დონე შესაძლოა 70 მეტრით აიწიოს, თუ პლანეტის ყველა მყინვარი გადნება. ასეთ შემთხვევაში, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, პლანეტის ყველა სანაპირო ქალაქი ჩაიძირება.

„ჩვენ კუნძულოვანი სახელმწიფო ვართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც კლიმატური ცვლილების გამო ვაწყდებით, ზღვის დონის აწევა და ზღვაზე შტორმებია. ზღვაზე შტორმები კი კუნძულოვანი სახელმწიფოს შემთხვევაში ნიშნავს შტორმებს ქვეყნის შიგნით. ამიტომ საბოლოოდ ჩვენს სანაპირო რაიონებს იმავდროულად ადიდებული მდინარეებიც შეუტევს“, − განმარტა მან.

შესაბამისად, სპეციალისტს მიაჩნია, რომ ლონდონი, რომელიც მდინარე ტემზაზეა გაშენებული, განსაკუთრებული რისკის ქვეშაა.
ყველა ახალი ამბავი
0