ილია მეორემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსაქართველოს კატოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2.309 სკოლაა დარეგისტრირებული, მათგან 2.086 საჯარო და 223 კერძო სკოლაა. აღნიშნულ დაწესებულებებში 62.699 მასწავლებელი მუშაობს.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა, უწმინდესის და უნეტარესის მილოცვა საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მასწავლებლის დღე მინდა მივულოცო პედაგოგებს, ამ უმნიშვნელოვანესი და ფრიად საპატიო პროფესიის წარმომადგენლებს. იყო კარგი აღმზრდელი, ნიშნავს მყარი საფუძველი შექმნა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ნიშნავს მტკიცე ხიდი გასდო წარსულსა და მომავალს შორის და ერის მეობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანო“, - აღნიშნა უწმინდესმა.
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
ხარისხიანი განათლება პრიორიტეტია: ჩხენკელმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა
პატრიარქის თქმით, დღეს, როდესაც მშობლებს სხვადასხვა პრობლემების და გაჭირვების გამო შვილებთან ძალიან ცოტა დროის გატარება უწევთ, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა. ამდენად, მისი თქმით, მასწავლებლის ფუნქციამ სხვა დატვირთვა შეიძინა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პატრიარქს სურს ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცოს უცხოეთში მოღვაწე პედაგოგებს, რომლებიც საქართველოს სიყვარულს უნერგავენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს.
„მე ვიცი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი პედაგოგები გაერთიანდით და შექმენით მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია. თქვენ ყველანი ჩვენი დიდი იმედი ხართ. ერთობით ხომ გაცილებით ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2.309 სკოლაა დარეგისტრირებული, მათგან 2.086 საჯარო და 223 კერძო სკოლაა. აღნიშნულ დაწესებულებებში 62.699 მასწავლებელი მუშაობს.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე 1994 წლის 5 ოქტომბრიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0