https://sputnik-georgia.com/20211005/iago-xvicia-girci-aravis-dauwers-mxars-260257160.html
იაგო ხვიჩია: მეორე ტურში „გირჩი“ არავის დაუჭერს მხარს
იაგო ხვიჩია: მეორე ტურში „გირჩი“ არავის დაუჭერს მხარს
Sputnik საქართველო
საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც უნდა ჩატარდეს. 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T18:23+0400
2021-10-05T18:23+0400
2021-10-05T22:13+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24703/53/247035304_168:214:1620:1031_1920x0_80_0_0_6b021a31a4e1a76c9627a6605930dfc1.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში არავის დაუჭერს მხარს, განაცხადა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგი ხვიჩიამ.საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.ცესკოს წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 ქალაქში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.იაგო ხვიჩიას პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციული სისტემით ბარიერი ვერ გადალახა. ცესკოს მონაცემებით უბნების 100%-ის დათვლის შემდეგ თბილისის საკრებულოში 6 პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 40,37% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27,97% „საქართველოსთვის“ – 8,86% „ლელო საქართველოსთვის“ – 3,63%. „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 3,3% „ხალხისთვის“ – 2,57%.მთელ საქართველოში პროპორციული სიით ყველაზე მეტი ხმა – 46,69% მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“ 30,7%-ით, მესამეზე – გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 7,8%-ით.
https://sputnik-georgia.com/20211004/ceskom-saarcevno-ubnebis-100-procenti-daitvala-romeli-partiebi-moxvdnen-sakrebulosi-260217338.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24703/53/247035304_343:218:1323:953_1920x0_80_0_0_f20358d39c229686ae3e84371d79dbe0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
იაგო ხვიჩია: მეორე ტურში „გირჩი“ არავის დაუჭერს მხარს
18:23 05.10.2021 (განახლებულია: 22:13 05.10.2021) საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც უნდა ჩატარდეს.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში არავის დაუჭერს მხარს, განაცხადა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგი ხვიჩიამ.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 ქალაქში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.
„გირჩი“ არავის დაუჭერს მხარს. ჩვენი ამომრჩევლები თავად გადაწყვეტენ, ვის მისცენ ხმა. ჩვენ ჩვენი ამომრჩევლების მეორე არჩევანს არც ვაკონტროლებთ და არც დიდად დაინტერესებული არ ვართ, რადგან მათი მეორე არჩევანი ძალიან განსხვავებულია“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციული სისტემით ბარიერი ვერ გადალახა.
ცესკოს მონაცემებით უბნების 100%-ის დათვლის შემდეგ თბილისის საკრებულოში 6 პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 40,37% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27,97% „საქართველოსთვის“ – 8,86% „ლელო საქართველოსთვის“ – 3,63%. „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 3,3% „ხალხისთვის“ – 2,57%.
მთელ საქართველოში პროპორციული სიით ყველაზე მეტი ხმა – 46,69% მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“ 30,7%-ით, მესამეზე – გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 7,8%-ით.