მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამოცხადდა Facebook-ის შეფერხების ოფიციალური მიზეზი

CC BY-SA 2.0 / mkhmarketing / Facebook Flowerფეისბუქი
ფეისბუქი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. სოციალურ ქსელ Facebook-ის მუშაობაში შეფერხებები მაგისტრალური როუტერების კონფიგურაციაში ცვლილებებმა გამოიწვია, აცხადებენ კომპანიაში.

„ქსელურ ტრაფიკში ამ შეფერხებამ კასკადური ზემოქმედება მოახდინა მონაცემთა დამუშავების ცენტრებთან კავშირის მეთოდზე, რასაც ის მოჰყვა, რომ ჩვენმა სერვისებმა მუშაობა შეწყვიტა“, − ნათქვამია „ფეისბუქის“ ინჟინერთა საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთან კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მომხდარის შედეგად კლიენტთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა.
მარკ ცუკერბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
მსოფლიო დღეს
შეფერხება Facebook-ზე: რამდენი მილიარდი დაკარგა მარკ ცუკერბერგმა ერთ საღამოს
ორშაბათს Facebook-მა, Instagram-მა, WhatsApp-მა და კომპანიის კუთვნილმა სხვა რამდენიმე დანართმა მუშაობა თითქმის შვიდი საათით შეწყვიტა და ისინი მიუწვდომელი აღმოჩნდნენ მომხმარებლებისთვის.
Downdetector-ის ინფორმაციით, „ფეისბუქისთვის“ ეს ყველაზე დიდი შეფერხება იყო მის ისტორიაში. მომხდარის ფონზე სოციალური ქსელის აქციები თითქმის 5%-ით დაეცა, ხოლო მისმა დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა დაახლოებით 7 მლრდ დოლარი იზარალა.
ყველა ახალი ამბავი
0