„ზიხარ სახლში და შვილი გითხოვდება“ – ქრისტინე იმედაძის თინეიჯერი შვილი ოჯახს ქმნის?

© Facebook / Christine Imedadzeქრისტინე იმედაძე
ქრისტინე იმედაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
ცნობილი ტელეწამყვანის თინეიჯერი ქალიშვილი, სავარაუდოდ, ოჯახის შექმნას აპირებს.
ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ცნობილი ტელეწამყვანი 24 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი რჩეული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო. წყვილის სასიყვარული ისტორია სწრაფად განვითარდა, თუმცა ისინი მალე დაშორდნენ. ქრისტინე და ლაშა ქორწინებაში სულ წელიწად-ნახევარი იყვნენ. მათ ულამაზესი ტაისია შეეძინათ.
ტაისია ქრისტინეს სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება და მას საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ამჯერად მომღერალი სწორედ მის ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც ტაისია დედას „შინაბერას“ უწოდებს, რადგან ქრისტინე სულ სახლშია, ტელეფონში იყურება და ამასობაში – შვილი უთხოვდება.

„შინაბერაა ეგ, როცა ქმარი არ გყავს, სულ სახლში ზიხარ, ტელეფონში იყურები და კერავ. არ მეთანხმები? შინაბერა შენს თვისებებთანაც ასოცირდება. ზიხარ სახლში 24 საათის განმავლობაში და შვილი გითხოვდება“, – ამბობს ტაისია.

36 წლის ქრისტინე იმედაძე მრავალფეროვანი კარიერით გამოირჩევა. ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზე გადაინაცვლა, ახლა კი დიზაინერობა გადაწყვიტა. საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებს გემოვნებიან ტანისამოსს უქმნის. ცნობილი ქართველი მსახიობის სილამაზე და ტანწერწეტობა გენეტიკამაც განსაზღვრა. მოგეხსენებათ, მომღერალი ცნობილი ქართველი მსახიობისა და ტელეწამყვანის ია ფარულავას ძმისშვილია.
ყველა ახალი ამბავი
0