მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამოჟონილი და გამოძიებული მასალები: ჟურნალისტებმა „პანდორას დოსიე“ გამოაქვეყნეს

© Pixabay / MichaelGaidaგაზეთები
გაზეთები - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) წევრებმა „პანდორას დოსიე“ გამოაქვეყნეს, რომელიც, მათი განცხადებით, ზოგი მსოფლიო ლიდერის ოფშორულ სქემებთან კავშირს ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციის დამფინანსებელთა შორისაა ჯორჯ სოროსის ერთ-ერთი ფონდიც.
მანამდე კონსორციუმმა ამ გამოძიებას ფინანსური საიდუმლოებებისთვის ფარდის ახდაში თავისი ყველაზე მასშტაბური კვლევა უწოდა.
აღინიშნება, რომ დოსიეში შესულია 117 ქვეყნის 600-ზე მეტი ჟურნალისტის რეპორტაჟები და ასევე 11,9 მილიონ ფაილზე მეტი, რომლებიც მათ გაჟონვის შედეგად ჩაუვარდათ ხელში.
როგორც კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრი (OCCRP) ირწმუნება, დოსიეში ფიგურირებს მსოფლიოს ქვეყნების 35 მოქმედი და ყოფილი ლიდერი, ასევე დაახლოებით 100 ქვეყნის 400 ოფიციალური პირი.
მაგალითად, ICIJ ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახმა (როგორც ამას გამოცემა Guardian წერს „პანდორას დოსიეზე“ დაყრდნობით) ბოლო წლებში ბრიტანეთში დაახლოებით 400 მლნ გირვანქა სტერლინგის ღირებულების უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაში მიიღო მონაწილეობა. ამასთან ირკვევა, რომ მათ შორის იყო სამეფო კარის საკუთრებაში არსებული ქონება, სადაც ახლა ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, „პანდორას დოსიეს“ კიდევ ერთი ფიგურანტია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, რომელმაც ოფშორული კომპანიები საფრანგეთის სამხრეთში 22 მილიონ დოლარად ღირებული სასახლის შესაძენად გამოიყენა.
„დოსიეში“ ასევე შესული არიან იორდანიის მეფე აბდულა მეორე, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვები.
ყველა ახალი ამბავი
0