„სიყვარული ყველას უნდა“ – მაკა ზამბახიძის ფოტოსესია ვენახში ქმართან ერთად

© courtesy of Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე მიხეილ ჩოხელი
მაკა ზამბახიძე მიხეილ ჩოხელი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი ვენახში რთვლის დროს პოზირებენ.
დიდი პაუზის შემდეგ მომღერალმა მაკა ზამბახიძემ მეუღლესთან ერთად ფოტოსესია მოაწყო. როგორც ფოტოებიდან ჩანს, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წყვილი რთველში ერთადაა და შეუდარებლად გამოიყურებიან.
მაკა და მიხეილი დედოფლისწყაროს რაიონში იმყოფებიან. უახლეს ფოტოებს თავად მაკა ზამბახიძე აქვეყნებს. “ბარაქა თქვენს ნაშრომს“, „ამ კადრებმა ქართული ფილმი „სიყვარული ყველას უნდა“ გამახსენა“ – წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები კომენტარებში.
მაკა ზამბახიძის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენი, ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია. მამაკაცი მომღერალზე შვიდი წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ქმნის. პირიქით, როგორც ინტერვიუებში მაკას ქალიშვილი აღნიშნავს, ყველაზე მეტად დედის ბედნიერება ახარებს და მამინაცვალთან საუკეთესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
მაკა ზამბახიძემ და მიხეილ ჩოხელმა გასაიდუმლოებულ ურთიერთობას გასული წლის თებერვალში ახადეს ფარდა. ცნობილი მომღერალი შარშან მესამედ დაოჯახდა.
ყველა ახალი ამბავი
0