მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ავტორი ავარიაში დაიღუპა – ვიდეო

© Sputnik / Viktor Kaminskyავტოავარია
ავტოავარია - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შვედი მხატვარი, წინასწარმეტყველ მუჰამედის გახმაურებული კარიკატურის ავტორი ლარს უილკსი ავტოავარიაში დაიღუპა, იუწყება გამოცემა SVT.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კვირას, 3 ოქტომბერს მოხდა შვედეთის სამხრეთში. მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც 75 წლის მხატვარი მგზავრობდა მის მცველ ორ პოლიციელთან ერთად, სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
ლარს უილკსი და მისი თანმხლები პოლიციელები ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო სატვირთოს მძღოლი, რომელიც სერიოზულად დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს ტრავმირებული მძღოლის დაკითხვა. ამ დროისათვის არც ავარიის მიზეზია ცნობილი და არც ის, თუ რომელი მხარის გამო მოხდა შეჯახება.
ლარს უილკსი 2007 წელს გახდა საერთაშორისო სკანდალის ფიგურანტი მას შემდეგ, რაც საგზაო გადასასვლელისთვის ქანდაკების ესკიზი დახატა, რომელზეც ძაღლის ტანი იყო გამოსახული წინასწარმეტყველი მუჰამედის თავით. შვედურმა სამხატვრო გალერეებმა მაშინ უარი თქვეს ნახატის გამოფენაზე, თუმცა საბოლოოდ ის რეგიონულმა გაზეთმა Nerikes Allehanda-მ გამოაქვეყნა.
პუბლიკაციამ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსლიმთა აღშფოთება გამოიწვია და უილკსის მისამართით მუქარების ტალღა აგორდა. ზოგი ინფორმაციით, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ მხატვარი „ისლამის მთავარი მტრების“ სიაში შეიყვანა და მისი თავისთვის ჯილდოდ 100 ათასი დოლარი დააწესა.
2010 წლიდან, რეგულარული საფრთხისა და მუქარების გამო, უილკსს პოლიცია იცავდა სადღეღამისო რეჟიმში. მაგალითად, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ამერიკელი ქალი კოლინ ლაროუზი დააკავა, რომელიც მხატვრის მკვლელობას გეგმავდა. იმავე წელს შვიდი ადამიანი დააკავეს ირლანდიაშიც, რომლებსაც ასევე ჰქონდათ განზრახული უილკსის მკვლელობა.
გარდა ამისა, მუსლიმი სტუდენტების ჯგუფი შეეცადა თავს დასხმოდა უფსალის უნივერსიტეტში მყოფ მხატვარს, სადაც მან ხელოვნებაში სიტყვის თავისუფლების შესახებ წაიკითხა ლექცია.
ყველა ახალი ამბავი
0