Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ 2024 წლამდე პოლიტიკური ველიდან უნდა გაქრეს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლამდე ქვეყნის პოლიტიკური ველიდან ეტაპობრივად უნდა გაქრეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ოპონენტებმა ე.წ. „რეფერენდუმზე“ მარცხი განიცადეს, რამდენადაც მმართველ პარტიას ქვეყნის მოსახლეობის 47%-მა დაუჭირა მხარი.

„რაც შეეხება მეორე ტურს, ჩვენ ეს რეფერენდუმი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ჩვენი დაწყებული საქმე და „ნაცმოძრაობა“ 2024 წლამდე პოლიტიკური სპექტრიდან უნდა გავაქროთ – ეს არის ის, რაც უნდა ქართულ დემოკრატიას“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, რომლისთვისაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის, თბილისში გაიმართება, სადაც ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმის მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.
ყველა ახალი ამბავი
0