https://sputnik-georgia.com/20211004/giorgi-cxadadze-salome-lemonjava-260202782.html
„გიორგი ძალიან სიმპათიურია და მე, ასეთი უშნო, რატომ ვარ მის გვერდით...“ – მომღერლის მეუღლე
„გიორგი ძალიან სიმპათიურია და მე, ასეთი უშნო, რატომ ვარ მის გვერდით...“ – მომღერლის მეუღლე
Sputnik საქართველო
სალომე ლემონჯავა საზოგადოებას მასზე და გიორგი ცხადაძეზე გავრცელებულ ჭორებს უზიარებს. 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T16:11+0400
2021-10-04T16:11+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260201966_0:565:1539:1430_1920x0_80_0_0_e8c83c6214d45ac63f9a3f73c6fd63bd.jpg
მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე და ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა უკვე მრავალი წელია ერთად არიან, ისინი პატარა ნენეს ბედნიერი მშობლებიც არიან. წყვილმა ჟურნალ „თბილისელებს“ ჭორებისა და უარყოფითი კომენტარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.სალომე აღნიშნავს, რომ გაუგია როგორ ამბობდნენ, რომ გიორგი ძალიან სიმპათიური და ნიჭიერია და ის, ასეთი უშნო, რატომ არის მის გვერდით.ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი ადრე ამბობდა, რომ სალომე სკოლაში გაიცნო და მას შორიდან ეტრფოდა, თუმცა სალომე ყურადღებას არ აქცევდა. გიორგი ამბობს, რომ ის სალომესთვის რიგითი ბიჭი იყო, რადგან მისი მომავალი მეუღლე მუდამ ჭკვიანი და მომხიბვლელი იყო.„ერთად პირველად გადაცემა „პროფილში“ გამოვჩნდით, სწორედ მას შემდეგ იწერებოდა ყვითელ პრესაში ჩვენზე ნეგატიური შეფასებები. ხშირად ამომიკითხავს ფრაზები ჩემი მეუღლის მიმართ „სიყვარული ბრმაა“, „სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთი“, „შეუფერებელი წყვილი“ და ა.შ. თუმცა ჩვენ მსგავს რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევთ და ვხალისობთ, და სრული სისულელეა ის მოსაზრება, რომ მე ჩემს ცოლს ვმალავ“, – ამბობს მომღერალი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260201966_0:420:1539:1574_1920x0_80_0_0_2c4973311e323316c945363feb054184.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
გიორგი ცხადაძე სალომე ლემონჯავა
გიორგი ცხადაძე სალომე ლემონჯავა
„გიორგი ძალიან სიმპათიურია და მე, ასეთი უშნო, რატომ ვარ მის გვერდით...“ – მომღერლის მეუღლე
16:11 04.10.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) სალომე ლემონჯავა საზოგადოებას მასზე და გიორგი ცხადაძეზე გავრცელებულ ჭორებს უზიარებს.
მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე და ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა უკვე მრავალი წელია ერთად არიან, ისინი პატარა ნენეს ბედნიერი მშობლებიც არიან. წყვილმა ჟურნალ „თბილისელებს“ ჭორებისა და უარყოფითი კომენტარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.
სალომე აღნიშნავს, რომ გაუგია როგორ ამბობდნენ, რომ გიორგი ძალიან სიმპათიური და ნიჭიერია და ის, ასეთი უშნო, რატომ არის მის გვერდით.
„ვიღაცამ ასეთი ფრაზაც დაწერა: სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთიო. თავდაჯერებულობის ამბავია. არ ვამბობ, რომ ყველაზე ლამაზი ვარ, მაგრამ არ მჯერა, რომ უშნო ვარ, არ მჯერა, რომ ჩვენი სიყვარული ისეთი ბრმაა, რომ გიორგი ობიექტურად ვეღარ აღმიქვამს, ამიტომ ეს დამოკიდებულება ჩემზე გავლენას ვერ ახდენს“, – ამბობს სალომე.
ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი ადრე ამბობდა, რომ სალომე სკოლაში გაიცნო და მას შორიდან ეტრფოდა, თუმცა სალომე ყურადღებას არ აქცევდა. გიორგი ამბობს, რომ ის სალომესთვის რიგითი ბიჭი იყო, რადგან მისი მომავალი მეუღლე მუდამ ჭკვიანი და მომხიბვლელი იყო.
„ერთად პირველად გადაცემა „პროფილში“ გამოვჩნდით, სწორედ მას შემდეგ იწერებოდა ყვითელ პრესაში ჩვენზე ნეგატიური შეფასებები. ხშირად ამომიკითხავს ფრაზები ჩემი მეუღლის მიმართ „სიყვარული ბრმაა“, „სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთი“, „შეუფერებელი წყვილი“ და ა.შ. თუმცა ჩვენ მსგავს რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევთ და ვხალისობთ, და სრული სისულელეა ის მოსაზრება, რომ მე ჩემს ცოლს ვმალავ“, – ამბობს მომღერალი.