„გიორგი ძალიან სიმპათიურია და მე, ასეთი უშნო, რატომ ვარ მის გვერდით...“ – მომღერლის მეუღლე

© Facebook / Giorgi Tskhadadzeგიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა
გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
სალომე ლემონჯავა საზოგადოებას მასზე და გიორგი ცხადაძეზე გავრცელებულ ჭორებს უზიარებს.
მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე და ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა უკვე მრავალი წელია ერთად არიან, ისინი პატარა ნენეს ბედნიერი მშობლებიც არიან. წყვილმა ჟურნალ „თბილისელებს“ ჭორებისა და უარყოფითი კომენტარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.
სალომე აღნიშნავს, რომ გაუგია როგორ ამბობდნენ, რომ გიორგი ძალიან სიმპათიური და ნიჭიერია და ის, ასეთი უშნო, რატომ არის მის გვერდით.

„ვიღაცამ ასეთი ფრაზაც დაწერა: სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთიო. თავდაჯერებულობის ამბავია. არ ვამბობ, რომ ყველაზე ლამაზი ვარ, მაგრამ არ მჯერა, რომ უშნო ვარ, არ მჯერა, რომ ჩვენი სიყვარული ისეთი ბრმაა, რომ გიორგი ობიექტურად ვეღარ აღმიქვამს, ამიტომ ეს დამოკიდებულება ჩემზე გავლენას ვერ ახდენს“, – ამბობს სალომე.

ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი ადრე ამბობდა, რომ სალომე სკოლაში გაიცნო და მას შორიდან ეტრფოდა, თუმცა სალომე ყურადღებას არ აქცევდა. გიორგი ამბობს, რომ ის სალომესთვის რიგითი ბიჭი იყო, რადგან მისი მომავალი მეუღლე მუდამ ჭკვიანი და მომხიბვლელი იყო.
„ერთად პირველად გადაცემა „პროფილში“ გამოვჩნდით, სწორედ მას შემდეგ იწერებოდა ყვითელ პრესაში ჩვენზე ნეგატიური შეფასებები. ხშირად ამომიკითხავს ფრაზები ჩემი მეუღლის მიმართ „სიყვარული ბრმაა“, „სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთი“, „შეუფერებელი წყვილი“ და ა.შ. თუმცა ჩვენ მსგავს რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევთ და ვხალისობთ, და სრული სისულელეა ის მოსაზრება, რომ მე ჩემს ცოლს ვმალავ“, – ამბობს მომღერალი.
ყველა ახალი ამბავი
0