დემნა გვასალიამ ახალი კოლექციისთვის შავი კალოშები შექმნა – ფოტო

© AFP 2024 / Daniel LEAL-OLIVASდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში თეატრში გამართული ჩვენებით სრულიად მსოფლიო ისევ აალაპარაკა და აღაფრთოვანა. კოლექციაში ძირითადად შავი ფერის მოდელები იყო წრმოდგენილი. ეს არის ფერი, რომელიც დემნა გვასალიას გამორჩეულად უყვარს და აღნიშნავს, რომ ეს ქართველებისთვის დამახასიათებელი გემოვნებაა.
დემნა გვასალიას 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში თქვენ აღმოაჩენთ შავ ფეხსაცმელს, რომელიც ძალიან მოგაგონებთ კალოშს.
მოდების სახლმა Balenciaga-მ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა და ეს საკულტო მულტსერიალ „სიმპსონების“ ათწუთიანი სპეცსერიით გააკეთა. სერიის სიუჟეტი იწყება იმით, რომ მთავარი გმირი ჰომერი მეუღლისთვის დაბადების დღის საჩუქარს არჩევს. მან მარჯისთვის ფრანგული ბრენდის კაბის ჩუქება გადაწყვიტა, რაშიც, როგორც ეგონა, საკმაოდ იაფი, 88 დოლარი გადაიხადა. თუმცა საბოლოოდ გააარკვია, რომ კაბა რეალურად 19 ათასი ევრო ღირდა და მოდების სახლის ხელმძღვანელობამ ის ჰომერს მხოლოდ 30 წუთით ათხოვა — გადახდილი თანხის შესაბამისად.
დემნა გვასალიას გარდა ეპიზოდში წარმოდგენილი არიან სხვა ცნობილი ადამიანებიც — ნაომი კემპბელი, ანა ვინტური, კარდი ბი, Offset, ლუის ჰემილტონი და ელიოტ პეიჯი.
ყველა ახალი ამბავი
0