რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია გაიმართა: ვიდეო

გამოწერა
რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის ინიციატორიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო. იხილეთ აქციის ამსახველი ვიდეო „Sputnik–საქართველოსგან“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდოდა, მას დააკავებდნენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილს კიდევ ერთი ხმაურიანი ბრალი წაუყენა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მისი გუნდი ქართველი ოპოზიციონრების მკვლელობასა და არეულობის პროვოცირებას გეგმავდნენ, რაშიც შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებას დაადანაშაულებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0