Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ქვეყანა მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს. არჩევნებში 43 პარტია იღებს მონაწილეობას.

რამდენი მანდატი ერგო „ქართულ ოცნებას“ – მმართველი პარტიის პარალელური დათვლის შედეგები

© Facebook / Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
კობახიძის თქმით, არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ ენდობა და პოლარიზაციაზე უარს აცხადებს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მუნიციპალურ საკრებულოებში მანდატების 66% მოიპოვა, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ხმების დათვლა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
არჩევნები 2021
არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა – დათვლილია უბნების 100 პროცენტი
მმართველმა პარტიამ ხმების პარალელური დათვლის შედეგები გაავრცელა, რომლის თანახმადაც პარტიების შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება" - 1.331 მანდატი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 502
„საქართველოსთვის“ - 109
„ლელო საქართველოსთვის“ - 27
„ევროპული საქართველო“ - 18
„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ - 8
„მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ - 6
„პატრიოტთა ალიანსი“ - 5
„ევროპელი სოციალისტები“ - 4
„ლეიბორისტული პარტია“ - 3
„სახალხო პარტია“ - 3
„პროგრესი და თავისუფლება“ - 2
„ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 2
„მოქალაქეები“ - 1
„გირჩი“ - 1
„გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1
დამოუკიდებელი დეპუტატები - 2.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანდატების საერთო რაოდენობის 25% მოიპოვა, დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა – 9%. პარტიებს შორის სულ 2.068 მანდატი უნდა გადანაწილებულიყო.
კობახიძის თქმით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ „ქართული ოცნება“ მანდატების რაოდენობის 68%-მდე გაზრდას გეგმავს.
„ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში, გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო, თუმცა საბოლოოდ მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
არჩევნები 2021
ევროკავშირი არჩევნებს აფასებს: პოლარიზაცია უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე
მისი თქმით, არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ ენდობა და პოლარიზაციაზე უარს აცხადებს.
„ჩვენ მეორე ტურშიც მოვიგებთ და შემდგომ სამი წლის მანძილზე ქვეყნის მშვიდობიანად მართვის შესაძლებლობა გვექნება. „ნაციონალური მოძრაობა“ წელში გატყდა, მათი კრიმინალური ლიდერი ციხეშია“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, რომლისთვისაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის, თბილისში გაიმართება, სადაც ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმის მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური