Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

„რეჟიმის რღვევა დაიწყო, რაც მიგვიყვანს გარდაუვალ ვადამდელ არჩევნებამდე“ - ხატია დეკანოიძე

© photo: Sputnik / Stringerხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. რეჟიმის რღვევა დაიწყო, „ქართული ოცნება“ დიდ ქალაქებში აგებს, რაც მიგვიყვანს გარდაუვალ ვადამდელ არჩევნებამდე, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ქუთაისში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი დათვლილია და „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ უგებს.
„თითქმის დათვლილია ყველა უბანი. ვიგებ და შედეგები აღარ შეიცვლება. ბიძინას მოვუგეთ ქუთაისი. არა მარტო ქუთაისი, ყველა დიდ ქალაქში „ქართული ოცნება“ აგებს რაც ნიშნავს რეჟიმის დასასრულს“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 51 უბნის მონაცემები. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე 43,75 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,86 %-ით.
ყველა ახალი ამბავი
0