წვიმა, ქარი და შტორმი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

© photo: Sputnikქალი ქოლგით
ქალი ქოლგით - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
უამინდობა საქართველოში კიდევ სამი-ოთხი დღე გაგრძელდება
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. „წვიმების სეზონი” საქართველოში გრძელდება - სინოპტიკოსების პროგნოზით, 3-7 ოქტომბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოც მონაცემებით, მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ნისლი.
ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვაც.
სინოპტიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში - მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0