Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ვის დაუჭერს „ლელო“ მხარს არჩევნების მეორე ტურში

© photo: Sputnik / Stringerბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით შესაძლოა მეორე ტურის გამართვა საჭირო ქვეყნის ათზე მეტ ქალაქში გახდეს.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. „ლელო“ მხარს დაუჭერს ყველა ოპოზიციონერ მერობის კანდიდატს, რომელიც გადავიდა მეორე ტურში, განაცხადა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
„მხარს დავუჭერთ სწორედ იმისთვის, რომ ამ ქალაქებში გვქონდეს ისეთი ტიპის მმართველობა, რომელიც გამორიცხავს ნეპოტიზმს, კორუფციას... მხარს დავუჭერთ ჩვენი ხალხის ნებას, რომელიც გამოხატა გუშინ და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები. ჩვენ ყველა ოლქსა და ქალაქში, სადაც ოპოზიციონერი მერობის კანდიდატები გადავიდნენ შემდეგ ტურში, მხარდაჭერას ვუცხადებთ და მეორე ტურებამდე გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა ამ კანდიდატებმა მიაღწიონ წარმატებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
დიდი ალბათობით, მეორე ტური შედგება როგორც თბილისში, ისე რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტში.
გიორგი გახარიას წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნების მეორე ტურის მოლოდინი: ვის მხარეს დაიჭერს გახარიას ამომრჩეველი?
30 ოქტომბერს თბილისის მერობისთვის კახა კალაძე და ნიკა მელია იბრძოლებენ.
რაც შეეხება სხვა დიდ ქალაქებს, რუსთავში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) და დავით კირკიტაძე (ენმ). ფოთში - ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) და გიგი უგულავა (ენმ); ბათუმში - არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) და გიორგი კირთაძე (ენმ); ქუთაისში - იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) და ხატია დეკანოიძე (ენმ); ზუგდიდში - მამუკა წოწორია (ქართული ოცნება) და ანზორ მელია (ენმ).
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ყველა ახალი ამბავი
0