Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

რა მოუტანა ოპოზიციას სააკაშვილის „ტრიუკმა" - ხუხაშვილი

© Facebook / Gia Khukhashviliგია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
ექსპერტმა გია ხუხაშვილმა 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ სერიოზულად დააზიანა ოპოზიციური პარტიები, მიაჩნია ექსპერტ გია ხუხაშვილს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა.

„სააკაშვილის “ტრიუკმა” სერიოზულად დააზიანა ოპოზიცია (არა „ნაცმოძრაობა"), რომლის ჯამური შედეგი შესაძლოა 5-7%-ით მეტი ყოფილიყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ მის მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ ავტომატურად შექმნა მეორე პოლუსის მობილიზაციის საფუძველი, რომელიც ტრადიციულად უფრო დიდი აღმოჩნდა“, - დაწერა გია ხუხაშვილმა სოციალუირ ქსელ „ფეისბუქში“.

ექსპერტი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მთავარი ამოცანა - მიშელის შეთანხმებით განსაზღვრულ 43%-იან დათქმას აქტუალობა დაუკარგა. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას დასავლეთის მხარდაჭერით პირდაპირი საფუძველი გამოეცალა.
„ბიძინას მოვუგეთ!“ - ხატია დეკანოიძე პოსტს აქვეყნებს>>
თუმცა ამავე დროს, არჩევნების პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვან ოლქებში, პირველ რიგში, დიდ ქალაქებში, გაჩნდა უზურპირებული ძალაუფლების გარღვევის შანსი.
„თბილისზე, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ცენტრზე, ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი, რაც მინიმუმ იმის წინაპირობაა, რომ სრულად პროპორციულ არჩევნებს ხელისუფლება ცალსახად წააგებს“, - მიაჩნია გია ხუხაშვილა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 48,56%–ით ლიდერობს, ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
ცესკომ საარჩევნო უბნების 38,63%–ის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 32,32%–ით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამეზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია – 6,87%.
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
„ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით 52 ქალაქში ლიდერობს
ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ყველა ახალი ამბავი
0