Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

თვითმმართველობის არჩევნები ციფრებში

გამოწერა
საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენიმე მერს აირჩევს.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
იმისთვის, რომ მერი გახდეს, კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50%–ზე მეტი უნდა მიიღოს. მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული სისტემით დეპუტატების გაყვანას შეძლებენ ის პარტიები, რომლებიც ხმების 3%-ს მოიპოვებენ, ხოლო თბილისში - 2,5%-ს. რაც შეეხება რაიონული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, მან ხმების 40%–ზე მეტი უნდა მიიღოს.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ზომაზე მეტად პოლიტიზებულია და მისი მთავარი ინტრიგაა 43%, რომელიც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს. სწორედ ხმების ეს პროცენტული მაჩვენებელი არის ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის წინაპირობა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტშია ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია არჩევნებამდე სამი თვის ადრე შეთანხმებიდან გავიდა, ოპოზიცია არჩევნებს მაინც რეფერენდუმად მოიხსენიებს.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0