„სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ყველა წესის დაცვით შემოვიდა“ - თინა ბოკუჩავა

© photo: Sputnik / Stringerთინა ბოკუჩავა
თინა ბოკუჩავა - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ყველა წესის დაცვით შემოვიდა, ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, რა უთხრა მას ციხეში მყოფმა სააკაშვილმა ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით.
როგორც თინა ბოკუჩავამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ბევრი ისაუბრეს გეგმებზეც და ის თავს პოლიტიკურ პატიმრად თვლის, ამიტომ შიმშილობას აგრძელებს.

„პრეზიდენტი სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, თუმცა დამატებით კომენტარს არ აკეთებს. ეს კითხვა რადგან ჟურნალისტებს ჰქონდათ, ბუნებრივია, ვეცადე, რომ მისგან მომეპოვებინა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკვშირებით. მან თქვა, რომ ქვეყანაში შემოვიდა ყველა წესისა და პროცედურის დაცვით, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს ის არ მიიჩნევს მიზანშეწონილად“, - აცხადებს ბოკუჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0