Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

საქართველოს პატრიარქმა არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა

© photo: Sputnikსაქართველოს კათოლიკოსი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოსი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ არჩევნებს, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ.
ილია მეორემ ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით საპატრიარქოში მისცა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ხმა მისცა კრწანისის საარჩევნო ოლქში არსებული საპილოტე პროექტის ფარგლებში, რომელიც ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეფუძნება.
„ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომლებიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, იქნება დადებითად გადაწყვეტილი. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა.
2 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყანაში 3.664 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
ყველა ახალი ამბავი
0