https://sputnik-georgia.com/20211002/raribasvili-evroparlamentarebis-delegacias-sexvda-260119438.html
ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა
ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა
Sputnik საქართველო
შეხვედრისას მხარეებმა არჩევნების მიმდინარეობისას არსებულ უსაფრთხო გარემოსა და ამ კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T10:36+0400
2021-10-02T10:36+0400
2021-10-02T10:36+0400
არჩევნები 2021
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411415_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_a8bc1f5a3ece322fcba120e5c2a8e961.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების დელეგაციასთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დელეგაციის შემადგენლობაში „ევროპის სახალხო პარტიისა" და „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" წევრი დეპუტატები – ტომას ზდეჩოვსკი, ვიქტორ ნეგრესკუ და კორინა კრეტუ იყვნენ.შეხვედრისას მხარეებმა წინასაარჩევნო კამპანიაზე და მიმდინარე არჩევნებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლის არჩევნები, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველა სხვა არჩევნები, იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე და კონკურენტული.მთავრობის მეთაურმა ასევე არჩევნების კოვიდ-უსაფრთხო გარემოში ჩატარების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლები, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების, ისე ამომრჩევლისა და საარჩევნო კომისიის წევრების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.შეხვედრისას ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის გამოყენების მნიშვნელობას. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად ემზადება.ევროპარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
https://sputnik-georgia.com/20211002/cesko-arcevnebi-usafrtxo-garemosi-catardeba-260115225.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411415_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_ec413f1b91eec9122f5d9547665b7e34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა
შეხვედრისას მხარეებმა არჩევნების მიმდინარეობისას არსებულ უსაფრთხო გარემოსა და ამ კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების დელეგაციასთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დელეგაციის შემადგენლობაში „ევროპის სახალხო პარტიისა" და „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" წევრი დეპუტატები – ტომას ზდეჩოვსკი, ვიქტორ ნეგრესკუ და კორინა კრეტუ იყვნენ.
შეხვედრისას მხარეებმა წინასაარჩევნო კამპანიაზე და მიმდინარე არჩევნებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლის არჩევნები, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველა სხვა არჩევნები, იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე და კონკურენტული.
მთავრობის მეთაურმა ასევე არჩევნების კოვიდ-უსაფრთხო გარემოში ჩატარების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლები, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების, ისე ამომრჩევლისა და საარჩევნო კომისიის წევრების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის გამოყენების მნიშვნელობას. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად ემზადება.
ევროპარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.