https://sputnik-georgia.com/20211002/kalaze-gilocavt-am-gamarjvebas-mzad-var-vemsaxuro-tbilisis-ganvitarebas-260146149.html
კალაძე: გილოცავთ ამ გამარჯვებას, მზად ვარ ვემსახურო თბილისის განვითარებას
კალაძე: გილოცავთ ამ გამარჯვებას, მზად ვარ ვემსახურო თბილისის განვითარებას
Sputnik საქართველო
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. დაიწყო ხმების დათვლის პროცედურა 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T20:31+0400
2021-10-02T20:31+0400
2021-10-02T20:31+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260124251_209:368:2400:1600_1920x0_80_0_0_f0f3de79d7f447adb0867dd5afea56ab.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მინდა სრულიად საქართველოს მოგილოცოთ ეს გამარჯვება და დიდი მადლიერება გამოვხატო თბილისის და თბილისელების მიმართ, განაცხადა თბილისის მოქმედმა მერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ.კალაძემ მადლობა გადაუხადა ქართველ ერს და თბილისელებს მხარდაჭერისთვის.20:00 საათზე გახდა ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები. ამერიკული კომპანია GORBI–ს ეგზიტპოლებით, კახა კალაძემ მოიპოვა 51,3%, კომპანია Edison Research-ის ეგზიტპოლებით, კალაძემ აიღო 43%, ხოლო ფრანგული კომპანია IPSOS-ის ეგზიტპოლებით, მან 40,2% აიღო. კომპანია IPSOS-ის მონაცემებითვე, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას 40,8% აქვს.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს ირჩევდა. როგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევდნენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260124251_521:389:2136:1600_1920x0_80_0_0_ec0f556f5a9d8335ee1e14c2d66ae5ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
კალაძე: გილოცავთ ამ გამარჯვებას, მზად ვარ ვემსახურო თბილისის განვითარებას
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. დაიწყო ხმების დათვლის პროცედურა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მინდა სრულიად საქართველოს მოგილოცოთ ეს გამარჯვება და დიდი მადლიერება გამოვხატო თბილისის და თბილისელების მიმართ, განაცხადა თბილისის მოქმედმა მერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ.
კალაძემ მადლობა გადაუხადა ქართველ ერს და თბილისელებს მხარდაჭერისთვის.
„ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. როგორც ყოველთვის ვამბობდი მთელი საარჩევნო კამპანიის დროს და ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ 24 საათიანი რეჟიმში ვემსახურო თბილისს, ამ ქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას“, - განაცხადა კალაძემ.
20:00 საათზე გახდა ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები. ამერიკული კომპანია GORBI–ს ეგზიტპოლებით, კახა კალაძემ მოიპოვა 51,3%, კომპანია Edison Research-ის ეგზიტპოლებით, კალაძემ აიღო 43%, ხოლო ფრანგული კომპანია IPSOS-ის ეგზიტპოლებით, მან 40,2% აიღო. კომპანია IPSOS-ის მონაცემებითვე, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას 40,8% აქვს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს ირჩევდა. როგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევდნენ.