https://sputnik-georgia.com/20211002/irakli-kobaxidze-mixeil-saaashvilze-260114816.html
მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა - ირაკლი კობახიძე
მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა - ირაკლი კობახიძე
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T09:17+0400
2021-10-02T09:17+0400
2021-10-02T09:34+0400
არჩევნები 2021
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259845202_0:229:2400:1579_1920x0_80_0_0_b21e8befc7625d61b641c059f35b960b.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა, განუცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას ჯერ მმართველობის 9 წელი აწუხებდა და შემდეგ 9 წელი კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას.კობახიძე აცხადებს, რომ სპეცოპერაცია წარმატებული იყო.რაც შეეხება არჩევნებს, კობახიძე დარწმუნებულია, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს იმ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ესაუბრებოდა ამომრჩევლებს ბოლო ორი თვის განმავლობაში.1 ოქტომბრის დილით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
https://sputnik-georgia.com/20211002/kaxa-kuchava-saakashvilis-dakavebaze-260112569.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259845202_197:162:2114:1600_1920x0_80_0_0_eaf6c778396a2c79b2c2bdf3e8f2c973.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილი
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა - ირაკლი კობახიძე
09:17 02.10.2021 (განახლებულია: 09:34 02.10.2021) ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა, განუცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას ჯერ მმართველობის 9 წელი აწუხებდა და შემდეგ 9 წელი კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას.
კობახიძე აცხადებს, რომ სპეცოპერაცია წარმატებული იყო.
„სააკაშვილი ჩამოდიოდა საქართველოში იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გატარიალებასა და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ზომა იმისთვის, რომ მისი ახალი დანაშაული აღეკვეთათ. მიხეილ სააკაშვილი მომიკითხეთ ციხეში. არავითარი არც აქციის, არც ქვეყნის გადატრიალების, არც ქუჩაში გამოსვლის რესურსი მათ არ აქვთ. ვერაფერს მიაღწევენ, დღეს „ქართული ოცნება“ მყარად მოიგებს არჩევნებს, ყველაფერი იქნება მშვიდად და კარგად, მომიკითხეთ თქვენი ლიდერი ციხეში“, - აცხადებს კობახიძე.
რაც შეეხება არჩევნებს, კობახიძე დარწმუნებულია, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს იმ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ესაუბრებოდა ამომრჩევლებს ბოლო ორი თვის განმავლობაში.
„როგორც იცით, ამ არჩევნებზე არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას მთელი ორი თვის განმავლობაში ესაუბრებოდა იამზე, თუ როგორ წარმოუდგენია დედაქალაქის თუ თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ პოლიტიკურ ძალას და მის კანდიდატებს“, - განაცხადა კობახიძემ.
1 ოქტომბრის დილით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.