Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

დღეს არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის - გიორგი გახარია

© photo: Sputnik / Stringerგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ყველანი ერთად, საქართველოს მოქალაქეები დღეს არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე ხმის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან.
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
არჩევნები 2021
ცესკო: არჩევნები ჩატარდება ხელმისაწვდომ და უსაფრთხო გარემოში
გახარიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლება და ყოფილი ხელისუფლება საქართველოს ისევ წარსულში ექაჩება, რაც ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას.
„ეს ორი ძალა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, წარსულში გვექაჩება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქე გონიერ არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო მივიდეთ არჩევნებზე, რადგან ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს არის განახლების არჩევნები და ენ ყველამ ერთად ვიხილეთ, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რას ნიშნავს ქვეყანაში და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ“, - განაცხადა გახარიამ.
2 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყანაში გაიხსნა 3.664 საარჩევნო უბანი.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
ყველა ახალი ამბავი
0