Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ცესკო: რა დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნებზე

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები-2021
არჩევნები-2021 - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. საარჩევნო უბნების დახურვამდე 1 საათი რჩება
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. რანდენიმე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესში დარღვევები დაფიქსირდა, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, თელავის 50-ე უბანზე დამკვირვებელი ნაკადის მომწესრიგებლის ნაცვლად იდგა, რაც პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს და ამ დროისთვის ეს გაურკვევლობა აღმოფხვრილია.
„ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბეში, 41-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა მთაწმინდის ბიულეტენები. შედგენილია სამართალდარღვევის აქტი და ახსნა-განმარტებაც დაწერილია. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე გრძელდება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს გარდაბნის 41-ე უბანზე შეიყვანეს და ხმა მიაცემინეს 100 ადამიანს, რომლებიც ამომრჩეველთა სიაში არ იყვნენ.
იოსელიანი ასევე გადასატანი ყუთების საკითხს შეეხო. მისი თქმით, შეუძლებელია, გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ამომრჩევლის ნაცვლად ხმა უბანზე სხვა ამომრჩეველმა მისცეს. ცესკოს პრესპიკერი ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, თითქოს „კოვიდთან დაკავშირებით შექმნილი გადასატანი ყუთების სქემა მუშაობს“.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში. 2021 2 ოქტომბერი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
არჩევნები 2021
ვინ მოიგო არჩევნები - მმართველი პარტია და ოპოზიცია გამარჯვებაზე საუბრობენ
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა 41,35% გამოცხადდა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. პროცესს აკვირდება 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. როგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევენ.
ყველა ახალი ამბავი
0