https://sputnik-georgia.com/20211002/----366---260153952.html
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 366 საჩივარი შევიდა
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 366 საჩივარი შევიდა
Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურა 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T23:28+0400
2021-10-02T23:28+0400
2021-10-03T01:22+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ab1857b027eb21cce061a74251c7cd9a.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში ჩატარდა, განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.„დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი, მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება“, – განაცხადა იოსელიანმა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, ნებისმიერ დარღვევას ექნება შესაბამისი რეაგირება. როგორც მან აღნიშნა, 3,2 ათას საარჩევნო უბანზე ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა და ფაილები უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ხმის დათვლა მიმდინარეობს კრწანისის საარჩევნო უბნებზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით იყო შესაძლებელი. ამ უბნებზე შედეგები აპარატის საშუალებით დაითვლება, თუმცა, აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიც შესაბამისი პილოტის მიზნებიდან გამომდინარე.„ამ მრავალ სიახლეს ახლდა გამოწვევებიც - ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა ეს ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, გარდა იშვიათი შემთხვევებისა,"- განაცხადა კალანდარიშვილმა.2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში 1.815.776–მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%–ია. დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და ამდენივე მერი აირჩია. საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
https://sputnik-georgia.com/20211002/-2000----5192---260151915.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5ab83ad82033f74c28122278eacca300.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 366 საჩივარი შევიდა
23:28 02.10.2021 (განახლებულია: 01:22 03.10.2021) საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურა
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში ჩატარდა, განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.
„დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი, მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება“, – განაცხადა იოსელიანმა.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, ნებისმიერ დარღვევას ექნება შესაბამისი რეაგირება. როგორც მან აღნიშნა, 3,2 ათას საარჩევნო უბანზე ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა და ფაილები უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ხმის დათვლა მიმდინარეობს კრწანისის საარჩევნო უბნებზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით იყო შესაძლებელი. ამ უბნებზე შედეგები აპარატის საშუალებით დაითვლება, თუმცა, აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიც შესაბამისი პილოტის მიზნებიდან გამომდინარე.
„ამ მრავალ სიახლეს ახლდა გამოწვევებიც - ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა ეს ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, გარდა იშვიათი შემთხვევებისა,"- განაცხადა კალანდარიშვილმა.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში 1.815.776–მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%–ია.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და ამდენივე მერი აირჩია. საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.