https://sputnik-georgia.com/20211002/-------260148180.html
კიევი–თბილისის ავიარეისზე სააკაშვილის დაჯავშნილი ადგილები თავისუფალი დარჩა
კიევი–თბილისის ავიარეისზე სააკაშვილის დაჯავშნილი ადგილები თავისუფალი დარჩა
Sputnik საქართველო
სააკაშვილი კიევიდან ჩამოფრენას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად დღეს გეგმავდა 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T21:03+0400
2021-10-02T21:03+0400
2021-10-02T21:03+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244926_0:0:3337:1878_1920x0_80_0_0_3e23b449c3b8823f6455242b94e4e230.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თბილისი–კიევის შაბათის ავიარეისზე ადგილი, რომელიც ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნებამდე დაჯავშნა, თავისუფალი დარჩა, იუწყება თვითმფრინავის ბორტიდან РИА Новости–ის კორესპონდენტი. სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათი იყო მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა. ავიარეისი PS 511 ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის დროით 19:20 საათზე გამოფრინდა და სააკაშვილს 4F და 4E ადგილები ჰქონდა დაჯავშნილი. ბორტგამცილებელმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი დედასთან ერთად სწორედ აღნიშნული რეისით უნდა გამოფრენილიყო თბილისში. „ჩვენთან ერთად უნდა გამოფრენილიყო, მაგრამ იგი უკვე საქართველოშია“, – განაცხადა მან სააგენტოს კორესპონდენტთან.მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში ერთ–ერთი საცხოვრებელ კორპუსში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც საქართველოში შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდა. საქართველოში ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244926_538:0:3269:2048_1920x0_80_0_0_9d35d31848f017baa54c40dc41b092a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
კიევი–თბილისის ავიარეისზე სააკაშვილის დაჯავშნილი ადგილები თავისუფალი დარჩა
სააკაშვილი კიევიდან ჩამოფრენას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად დღეს გეგმავდა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თბილისი–კიევის შაბათის ავიარეისზე ადგილი, რომელიც ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნებამდე დაჯავშნა, თავისუფალი დარჩა, იუწყება თვითმფრინავის ბორტიდან
РИА Новости–ის კორესპონდენტი.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათი იყო მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა. ავიარეისი PS 511 ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის დროით 19:20 საათზე გამოფრინდა და სააკაშვილს 4F და 4E ადგილები ჰქონდა დაჯავშნილი.
ბორტგამცილებელმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი დედასთან ერთად სწორედ აღნიშნული რეისით უნდა გამოფრენილიყო თბილისში. „ჩვენთან ერთად უნდა გამოფრენილიყო, მაგრამ იგი უკვე საქართველოშია“, – განაცხადა მან სააგენტოს კორესპონდენტთან.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში ერთ–ერთი საცხოვრებელ კორპუსში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც საქართველოში შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდა. საქართველოში ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.